საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი

Kinkladze Global-მა „მანჩესტერ სიტისა“ და უზბეკეთის ფეხბურთის ხელმძღვანელობას შორის ისტორიულ შეხვედრას შეუწყო ხელი.

Kinkladze Global-ის წარმომადგენლებმა უზბეკეთის სპორტის სამინისტროს, უზბეკეთის ფეხბურთის ასოციაციისა და ოლიმპიური კომიტეტის კოლეგებთან ერთად, „მანჩესტერ სიტისა“ და City Football Group-ის ოფიციალურ პირებთან მაღალი რანგის შეხვედრა გამართეს.

უზბეკეთი საინტერესო მიმართულებად ყალიბდება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უზბეკეთის ნაკრებმა პირველად ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა, ასევე აღსანიშნავია ისტორიაში პირველი უზბეკი ფეხბურთელის, აბდუკოდი ხუსანოვის წარმატებული თამაში „მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობაში.

შესაბამისად, მოლაპარაკებები ფოკუსირებული იყო უზბეკური ფეხბურთის განვითარების მხარდაჭერის კონკრეტულ შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული აქცენტი ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის ჩარჩოებზე გაკეთდა.

შეხვედრა შეფასდა, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი ცენტრალური აზიის საფეხბურთო ეკოსისტემასა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ საფეხბურთო ორგანიზაციასთან დასაკავშირებლად. დისკუსია შეეხო მწვრთნელთა განათლებას, ახალგაზრდა მოთამაშეების ელიტარულ გარემოში ინტეგრაციასა და გრძელვადიანი პარტნიორობის სტრუქტურებს, რაც ორმხრივად სასარგებლო იქნება.

ლაშა მაჭავარიანის, Kinkladze Global-ის თანადამფუძნებელის, განცხადებით, „მანჩესტერ სიტისა“ და უზბეკურ ფეხბურთს შორის პარტნიორობას შთამბეჭდავი პოტენციალი აქვს:

„საქართველო ყოველთვის წარმოადგენდა ბუნებრივ ხიდს ევროპასა და აზიას შორის. მსგავსი შეხვედრები ზუსტად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ამ როლის გარდასახვა სპორტის განვითარებასა და რეალურ შედეგებში. ჩვენ ვამაყობთ, რომ შევქმენით სივრცე ამ დიალოგისთვის და გვჯერა, რომ „მანჩესტერ სიტისა“ და უზბეკურ ფეხბურთს შორის პარტნიორობას შთამბეჭდავი პოტენციალი აქვს.“

გიორგი ქინქლაძემ, „მანჩესტერ სიტის“ ლეგენდამ და Kinkladze Global-ის თანადამფუძნებელმა იმედი გამოთქვა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია:

„როდესაც ინგლისში ვთამაშობდი, ყველაზე დიდი, რაც შევიძინე საერთაშორისო გამოცდილება იყო, სხვადასხვა სტილის, განსხვავებული მოლოდინებისა და მენტალიტეტის გაცნობა. ეს სამუდამოდ ცვლის მოთამაშესა და მწვრთნელს. რასაც Kinkladze Global აქ აკეთებს უზბეკური ფეხბურთის პირდაპირ დიალოგში ჩართვა City Football Group-თან არის ზუსტად ისეთი შესაძლებლობა, რომელსაც ვისურვებდი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის. იმედი მაქვს, ეს მხოლოდ დასაწყისია“.

მხარეებმა მომავალ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ოპტიმიზმი გამოხატეს და პოზიტიურად შეაფასეს უზბეკური ფეხბურთის მიერ ბოლო წლებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი. Kinkladze Global კვლავაც გააგრძელებს ამ პარტნიორობის განვითარების ხელშეწყობას, როგორც უზბეკეთში ისე მთელ რეგიონში.

Lasha Machavariani

Georgi Kinkladze

(R)

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად