ვოლოდიმირ ზელენსკი „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღევანდელი სესია უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრით დასრულდება. მასში მონაწილეობას მიიღებს ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელსაც მე გუშინ ღამით ვუმასპინძლე“, - განაცხადა რუტემ.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხი განიხილა.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი ოთხშაბათს საღამოს ბრიუსელში ჩავიდა, სადაც ევროპული საბჭოს სამიტში მიიღებს მონაწილეობს. ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტი დღეს საღამოს დაიწყება და ხვალ დასრულდება.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა