გერმანია ჰორმუზის სრუტეში ორ გემს აგზავნის, რომლებიც ნაღმების გაწმენდის შესაძლო ოპერაციაში მიიღებენ მონაწილეობას

გერმანია ჰორმუზის სრუტეში შესაძლო სამხედრო მისიისთვის ორ გემს აგზავნის, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა.

ბორის პისტორიუსის განცხადებით, გემები ჰორმუზის სრუტეში ნაღმების გაწმენდის შესაძლო ოპერაციაში მიიღებენ მონაწილეობას.

„ამ წამს, ჩვენი გამნაღმველი გემი „ფულდა“ და მომარაგების გემი „მოსელი“ სუეცის არხის გავლით წითელი ზღვისკენ გადაადგილდებიან“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

პისტორიუსის თქმით, ოპერაციამდე ირანის და ომანის თანხმობა იქნება საჭირო და ნებისმიერი სამხედრო ოპერაცია ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებების გაგრძელებაზეა დამოკიდებული.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა