თენგიზ შარმანაშვილი ევროპარლამენტის ანგარიშზე - თუ კიდევ ვერ მიხვდნენ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების გამო, ჩვენ არ შევიცვლით არანაირ ქცევის წესს პატრიოტულ საკითხებთან მიმართებაში, კარგად ყოფილა მათი საქმე

თუ კიდევ ვერ მიხვდნენ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების გამო ჩვენ არ შევიცვლით არანაირ ქცევის წესს პატრიოტულ საკითხებთან მიმართებაში, კარგად ყოფილა მათი საქმე - გავაგრძელებთ, ჩვენს მართალ პოლიტიკას ჩვენი ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლის დასაცავად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან ევროპარლამენტის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, სანქციები მათზე გავლენას ვერ მოახდენს.

„ეს პოლიტიკური დევნა უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და სიახლე ამაში არ არის. სანქციებს არა თუ გვპირდებიან, უკვე ახორციელებენ ბევრ შემთხვევაში და როგორც დარწმუნდნენ, ეს ჩვენზე გავლენას არ ახდენს იმ დროს, როდესაც საქმე საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან გვაქვს. თუ კიდევ ვერ მიხვდნენ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების გამო ჩვენ არ შევიცვლით არანაირ ქცევის წესს პატრიოტულ საკითხებთან მიმართებაში, კარგად ყოფილა მათი საქმე. ჩვენ გავაგრძელებთ, ჩვენს მართალ პოლიტიკას ჩვენი ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლის დასაცავად”, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

კითხვაზე, რომელიც ევროპარლამენტის ანგარიშის იმ ნაწილს შეეხებოდა, სადაც უვიზო მიმოსვლაზეა საუბარი, შარმანაშვილმა უპასუხა, რომ ევროპარლამენტში არადემოკრატიული პოლიტიკის გამტარებლები არიან, მაგრამ ეს მათზე ზეგავლენას ვერ მოახდენს

„თუ დააკვირდით, ძალიან საინტერესო პასაჟი იყო, რომ დააწესეთ სანქციები ამ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებითო და ჩამონათვალი გააკეთეს - არასამთავრობო ორგანიზაციები არაო. თავისი აგენტურა ვინც არის იმათ თურმე არ უნდა შეეხოს ეს და დანარჩენ მთელ ქართულ მოსახლეობას, მათ შორის თქვენ, თურმე უნდა შეგეხოთ. აი ასეთი დამოკიდებულებაა - სეგრეგაციას ახდენენ ყველგან: ადამიანებს შორის, ჯგუფებს შორის და იქამდეც კი მივიდნენ, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის სეგრეგაციაზეც კი დაიწყეს ლაპარაკი, რომ თურმე სხვადასხვა უფლებამოსილება უნდა ჰქონდეთ. აი. ასეთი თანმიმდევრული და არადემოკრატიული პოლიტიკის გამტარებლები არიან როგორც ევრობიუროკრატიაში, ასევე ევროპარლამენტში. მაგრამ ეს ჩვენზე, ზეგავლენას ვერ მოახდენს”, - აღნიშნა შარმანაშვილმა.

რაც შეეხება შეფასებას ანგარიშის იმ ნაწილისა, სადაც საუბარია „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ ადამიანებზე”, შარმანაშვილის თქმით, „ საქართველოში პოლიტიკური ნიშნით არავინ დაუპატიმრებიათ“.

„ყველა ის საქმე, რომელსაც მიიჩნევდნენ, რომ პოლიტიკური ნიშნით იყო დაკავებული ან დაპატიმრებული ვინმე, როდესაც წაიღეს სტრასბურგის სასამართლოში, კარგად იცით, რით დამთავრდა. თუ ვინმეს აქვს ასეთი შეგრძნება, რომ პოლიტიკური ნიშნით არის დაპატიმრებული ან გასამართლებული, დარწმუნდებიან, თუ ისინი სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ ამ ყველაფერს, როცა სტრასბურგის სასამართლო იტყვის, რომ ასეთი რამ არ მომხდარა.

მერამდენეჯერ უნდა მოიტეხონ კისერი ამ ნარატივზე, არ ვიცი. თვითონაც ძალიან კარგად იციან, რომ ასე არ არის. მაშინ, კონკრეტულად დაეხმარონ იმ ხალხს სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრების საკითხებში და რით დამთავრდება, ნახავენ”, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“
თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა - დამატებულია ახალი რეისებიც