„ალდაგი“ სეტყვისგან დაზარალებულ ფერმერებს 3 მლნ ლარზე მეტ ზარალს აუნაზღაურებს

უხვი ნალექისა და სეტყვის შედეგად, ივნისის თვეში ქართლისა და კახეთის რეგიონებში 800-ზე მეტი ფერმერი დაზარალდა. დაზიანებული კულტურების საერთო ზარალმა 3 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. არსებული გამოწვევის ფონზე, „ალდაგი“ საკუთარ დაზღვეულ ფერმერებს მიმდინარე ზიანს აქტიურად უნაზღაურებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ ავრცელებს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მიმდინარე პროცესში სწრაფი დახმარება აღმოვუჩინოთ ფერმერებს, რომლებმაც საკუთარი კულტურების დაზღვევა გვანდეს. ჩვენი გუნდი, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ოფისებიდან, აქტიურად მუშაობს ზარალის აღწერაზე, შეფასებასა და ფერმერებთან ინდივიდუალური კომუნიკაციის შედეგად, ანაზღაურების უსწრაფესად გაცემაზე,“ - აცხადებენ „ალდაგში“.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სტიქიასთან ერთად, დაზარალებულთა რაოდენობა, ისევე როგორც ზიანის რაოდენობა მუდმივად იცვლება, შესაბამისად ზარალის დათვლა და ანაზღაურება უწყვეტ პროცესად მიმდინარეობს.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, ფერმერებს სასურველი კულტურის დაზღვევა 70%-იანი სუბსიდიით შეუძლიათ, მათი თანამონაწილეობა დაზღვევის ღირებულების მხოლოდ 30%-ს შეადგენს.

„ალდაგის“ დაზღვევა ანაზღაურებს ისეთ გავრცელებულ რისკებს, როგორებიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა ციტრუსებში.

ბოლო 3 წლის განმავლობაში ალდაგმა აგროდაზღვეულებს 30 მილიონ ლარამდე ზარალი აუნაზღაურა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა