„სელფი“ Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია

19-21 ივნისს თბილისი მასშტაბურ ტექნოლოგიურ ჰაბად იქცევა. Global Tech Weekend-ი ინოვაციების, მეწარმეობისა და თანამედროვე მიღწევების გარშემო წამყვან პროფესიონალებსა და საინტერესო იდეებს მოუყრის თავს, - ამის შესახებ ინფორმაციას „სელფი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია პანელური დისკუსიები და თემატური გამოსვლები ინდუსტრიის აქტუალურ საკითხებზე. 20 ივნისს, სესიის - „Transforming Enterprises for the Digital Era“ - ერთ-ერთი სპიკერი სელფის ციფრული მიმართულებებისა და ინოვაციების ხელმძღვანელი, ია კუპატაძე იქნება. ის ვრცლად ისაუბრებს ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობაზე თანამედროვე ბიზნესის განვითარებაში.

როგორც პროექტის მხარდამჭერი, სელფი აქტიურად უწყობს ხელს გამოცდილების გაზიარებას, ცოდნის გაცვლასა და პარტნიორობის ახალი პერსპექტივების გაჩენას.

„ჩვენთვის პრიორიტეტულია იმ ინიციატივების გვერდით დგომა, რომლებიც ქვეყანაში პროგრესსა და ციფრულ წინსვლას ემსახურება. გვჯერა, რომ სწორედ მსგავსი კოლაბორაციები ქმნის საუკეთესო პლატფორმას მომავლის შესაძლებლობებისთვის“, - აცხადებენ „სელფი მობაილში“.

🔗 დეტალურად: Global Tech Weekend - Tbilisi 2026

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“
თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა - დამატებულია ახალი რეისებიც