ლაშა ფარულავა - გოგა ხაინდრავას საჩივარი კიდევ ერთი მაგალითია, როგორ ავიწროებს საგამოძიებო ჟურნალისტიკას „ქართული ოცნება“ - რეჟიმი ვერ შეძლებს ჩვენს გატეხას, თავისუფალი მედიის დამარცხებას

სოლიდარობა და მხარდაჭერა მინდა გამოვუცხადო „ფორმულას შაბათის“ ჯგუფს, დავით ქაშიაშვილს, რომელსაც უჩივის გოგა ხაინდრავა. ეს კიდევ ერთი მაგალითია, როგორ ავიწროებს საგამოძიებო ჟურნალისტიკას „ქართული ოცნების“ რეჟიმი,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ ტელეკომპანია „ფორმულასთან” დაკავშირებით გოგა ხაინდრავას ადვოკატების მიმართვის საფუძველზე ცრუ დასმენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც ფარულავამ აღნიშნა, „რეჟიმი ვერ შეძლებს თავისუფალი მედიის დამარცხებას“.

„სოლიდარობა და მხარდაჭერა მინდა გამოვუცხადო „ფორმულას შაბათის“ ჯგუფს, დავით ქაშიაშვილს, რომელსაც უჩივის გოგა ხაინდრავა. ეს კიდევ ერთი მაგალითია, თუ როგორ ავიწროებს საგამოძიებო ჟურნალისტიკას „ქართული ოცნების“ რეჟიმი. ეს არის ერთგვარი ტესტი ამ ქვეყანაში. პატრიოტებს, კეთილსინდისიერ ადამიანებს დევნის სისტემა. ჩემი სოლიდარობა დავით ქაშიაშვილს და თავისუფალ მედიას. დიახ, რეჟიმი ვერ შეძლებს ჩვენს გატეხას, თავისუფალი მედიის დამარცხებას. ეს საქმეც ისე დასრულდება, როგორც ივანიშვილი დასრულდება. ამაში დარწმუნებული ვარ“,- აღნიშნა ფარულავამ.

ინფორმაციისთვის, 2026 წლის 16 ივნისს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ცრუ დასმენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების თანახმად, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო კინორეჟისორ გიორგი (გოგა) ხაინდრავას ინტერესების დამცველი ადვოკატების განცხადება ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გიორგი (გოგა) ხაინდრავას მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით.

„საგამოძიებო ორგანოში, მოწმის სახით გამოიკითხა კინორეჟისორი გიორგი (გოგა) ხაინდრავა. ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომელთა შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია”,- წერია განცხადებაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა