პიტ ჰეგსეთი - ევროპა აშშ-ზე დამოკიდებული არ უნდა ყოფილიყო - ამერიკა ევროპის თავდაცვაზე იმაზე მეტად ვერ იზრუნებს და იმაზე მეტს ვერ დახარჯავს, ვიდრე ჩვენი მოკავშირეები

ევროპა აშშ-ზე დამოკიდებული არ უნდა ყოფილიყო, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.

„ეს უინსტონ ჩერჩილს, შარლ დე გოლსა და კონრად ადენაუერს არ სურდათ. ევროპა სამხედრო ძალა უნდა ყოფილიყო, ძლიერი ამერიკის მოკავშირე“, - განაცხადა ჰეგსეთმა.

პიტ ჰეგსეთის ცნობით, თავდაცვის დეპარტამენტი ევროპაში განლაგებული ამერიკული ძალების რაოდენობას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გადახედავს.

„ეს შემუშავებული იქნება იმისთვის, რომ ევროპამ საკუთარ თავდაცვაზე პასუხისმგებლობა აიღოს. აშშ გააორმაგებს თავის ძალისხმევას, რათა მოკავშირეებმა თავდაცვაზე იმდენი დახარჯონ, რამდენიც საჭიროა“, - განაცხადა ჰეგსეთმა.

ასევე, ჰეგსეთის თქმით, ნატო-ს ბიუჯეტში აშშ-ის შენატანი სხვა წევრების მიერ თავდაცვის ხარჯების სამიზნე ნიშნულების მიღწევაზე იქნება დამოკიდებული.

„იქ, სადაც ჩვენი მოკავშირეები შესაბამისად არ დახარჯავენ, ჩვენი შენატანებიც შემცირდება. ნატო ორმხრივი ქუჩა გახდება. ამერიკა ევროპის თავდაცვაზე იმაზე მეტად ვერ იზრუნებს და იმაზე მეტს ვერ დახარჯავს, ვიდრე ჩვენი მოკავშირეები“, - განაცხადა ჰეგსეთმა.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“
თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა - დამატებულია ახალი რეისებიც