საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა Erasmus+ ICM პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო თანამშრომელთა კვირეულში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა Erasmus+ ICM პროგრამის 2023 წლის პროექტის ფარგლებში გამართულ მე-4 საერთაშორისო თანამშრომელთა კვირეულში - „თანამშრომლობითი ციფრული მომავალი: ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები უმაღლეს განათლებაში“, მიიღეს მონაწილეობა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, საერთაშორისო ღონისძიება თურქეთის ქალაქ ქუთაჰიაში, დუმლუპინარის უნივერსიტეტში გაიმართა და მას სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ღონისძიებაზე წარმოადგენდნენ: სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე; სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსი, პროფესორი ნია ნათბელიძე; ამავე სამსახურის უფროსის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი თამარ ლოლაძე; ასევე, სამთო გეოლოგიისა და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის პირველი კატეგორიის სპეციალისტი, ასოცირებული პროფესორი ნანა ახალაია.

საერთაშორისო კვირეულის მთავარი თემა იყო უმაღლესი განათლების სფეროში ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავება.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს უმაღლეს განათლებაში ინოვაციური მიდგომების დანერგვის, ციფრული ტექნოლოგიების ეფექტიანი გამოყენებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების საკითხები. ასევე, გაიმართა სამუშაო შეხვედრები, დისკუსიები და გამოცდილების გაზიარების სესიები სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შორის.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლების მონაწილეობა აღნიშნულ საერთაშორისო ღონისძიებაში ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესის გაძლიერებას, საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოებასა და ევროპული საგანმანათლებლო გამოცდილების გაზიარებას.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა