ლაშა ფარულავა - ეს პროცესი, რომელიც დაიწყება „ნაციონალურ მოძრაობაში“, იქნება ტესტი, რათა გავათავისუფლოთ ჩვენი ლიდერები პოლიტიკური ტყვეობიდან - არავის გადაყენება არ მიდის პარტიაში!

არავის გადაყენება არ მიდის პარტიაში! - მნიშვნელოვანია, რომ „ანტი-მიშა კამპანია“ არის ის „ლუზერობის“ ფორმა, რომელმაც 14 წლის განმავლობაში მძიმე ვითარებაში ჩააგდო ოპოზიციური სპექტრი. არავის ვურჩევ „ანტი მიშას კამპანიას“ შეუერთდეს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ, პარტიაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არანაირი უთანხმოება არ არსებობს პარტიაში.

„პარტიაში იწყება პროცესი, ჩვენ გავდივართ შიდა დემოკრატიის ტესტს. დარწმუნებული ვარ, პარტია ამ ტესტს ჩააბარებს. ჩვენი ლიდერები არიან პოლიტიკურ ტყვეობაში. მიხეილ სააკაშვილი არის ამ პარტიის დამფუძნებელი და გამოკვეთილი ლიდერი. ლევან ხაბეიშვილი პოლიტიკური ტყვეა, თბილისის ლიდერი ირაკლი ნადირაძე არის პოლიტიკური ტყვე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა, წინადადებები.

რაც შეეხება [თინა ბოკუჩავას} განცხადებას, არ მივესალმებით ამ ტიპის განცხადებებს, თუმცა, როდესაც ვსაუბრობ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებაზე, რა თქმა უნდა, ბოკუჩავას აქვს ძალიან ბევრი გაკეთებული ამ პარტიისთვის, ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევა საგარეო ასპარეზზე, რაც დასაფასებელია. დარწმუნებული ვარ, მის საქმიანობას დააფასებენ ჩვენი მხარდამჭერები, წევრები.

ეს პროცესი, რომელიც დაიწყება „ნაციონალურ მოძრაობაში“ იქნება ტესტი, რათა გავათავისუფლოთ ჩვენი ლიდერები პოლიტიკური ტყვეობიდან. არავის გადაყენება არ მიდის პარტიაში! პარტიაში იწყება სტრუქტურული განახლება. ვადას ასრულებს თავმჯდომარე და სხვა თანამდებობის პირები. შესაბამისად, მოხდება სტრუქტურული გარდაქმნა, გადახალისება, ახალი ადამიანების შემოერთება.

მივესალმები ნანუკა ჟორჟოლიანის შემოერთებას. მას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ექნება, რომ ამ პროცესში პარტია გამოვიდეს უფრო ძლიერი, იყოს ეფექტიანი ჩვენი მოძრაობა. ჩვენ ახალი ენერგია, სისხლი, ახალი ადამიანები გვჭირდება. ღია და გამჭვირვალე ვართ. ვაგრძელებთ ბრძოლას, რომ გავძლიერდეთ, პარტია გარდაიქმნას, მოხდეს მისი ტრანსფორმაცია, იყოს ინსტიტუციურად ძლიერი.

დემოკრატიული უკუსვლა, რეპრესიები, ტერორი, ეს არის ივანიშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომელმაც ქვეყანაში კრიზისი გამოიწვია. პარტიები დასუსტებულია, მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებებს ძირს უთხრიან საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით. ეს არის ივანიშვილის დღის წესრიგი.

სააკაშვილი აქ ჩამოვიდა იმისთვის, რომ ეს კრიმინალური რეჟიმი დავამარცხოთ, ის იხდის ფასს ამ ბრძოლისთვის. თავისუფლება დათმო და ციხეშია, რათა ეს ქვეყანა გათავისუფლდეს. საკუთარ ფასს იხდის ლევან ხაბეიშვილი, ნადირაძე და ჩვენი წევრები. რა თქმა უნდა, როდესაც საუბარია, რომ პარტიაში უნდა მოხდეს სტრუქტურული გარდაქმნა და ამ გარდაქმნას სჭირდება კონკრეტული ადამიანები, რომელთაც მათ შორის აქვთ გამოცდილება, რომ პარტია იყოს უფრო გამჭვირვალე და შესაძლებლობა რეპრესიების და ტერორის პირობებში მოვიზიდოთ ფინანსური რესურსები, ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, ამ საქმეში ყველაზე ეფექტიანია ნანუკა ჟორჟოლიანი. მივესალმებით მის შემოერთებას, მის გამოკვეთილ როლს. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ „ანტი-მიშა კამპანია“ არის ის „ლუზერობის“ ფორმა, რომელმაც 14 წლის განმავლობაში მძიმე ვითარებაში ჩააგდო ოპოზიციური სპექტრი. არავის ვურჩევ „ანტი მიშას კამპანიას“ შეუერთდეს. დარწმუნებული ვარ, ყველა გავერთიანდებით, შევიკვრებით. ყველასთან იქნება კოოპერაცია, რათა მთავარი ოპოზიციური პარტია ძლიერი გამოვიდეს ამ პროცესიდან. ჩვენ არამხოლოდ ხელისუფლების ცვლილება, უკეთესი მომავალი უნდა შევთავაზოთ ქართველ ხალხს.

თინა ბოკუჩავა არავის გადაუყენებია, მას ამოეწურა ვადა. მადლობას გადავუხდი გაწეული საქმიანობისთვის“, - განაცხადა ფარულავამ.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა