მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა Judges for Judges-ის განცხადებაზე - ჩემ მიმართ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებზე, იზოლაციასა და შევიწროებაზე ჩემი ურყევი პასუხი არის და იქნება სამართლიანი მართლმსაჯულების ჯეროვანი განხორციელება

თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა Judges for Judges-ის (Rechters voor Rechters) მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო აქტებით.

საუბარია Judges for Judges-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, “არსებობს ძლიერი მინიშნებები, რომ მოსამართლე ხუჭუა პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებების გამო გახდა ცილისმწამებლური კამპანიის სამიზნე”.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებულ განცხადებაში მოსამართლე აცხადებს, მის მიმართ გავრცელებულ ნებისმიერ ცრუ ინფორმაციაზე, იზოლაციასა და შევიწროებაზე მისი ურყევი პასუხი არის და იქნება სამართლიანი მართლმსაჯულების ჯეროვანი განხორციელება.

მისივე თქმით, ის სამოსამართლო საქმიანობისას ექვემდებარება მხოლოდ კანონს და სამართალს, რითაც პირნათლად ასრულებს მის ვალდებულებას ქართველი ხალხის წინაშე. ის მადლიერებას გამოხატავს ყურადღებისთვის და ქართული მართლმსაჯულების მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის.

Judges for Judges (Rechters voor Rechters) არის ნიდერლანდებში არსებული დამოუკიდებელი და არაპოლიტიკური ფონდი, რომელიც შექმნილია მოსამართლეების მიერ. მისი მთავარი მიზანია მხარი დაუჭიროს და დაიცვას მოსამართლეები მთელ მსოფლიოში, რომლებიც საკუთარი პროფესიული საქმიანობის გამო დევნის, დაპატიმრების, მუქარის, დამოუკიდებლობის შელახვის ან უსამართლოდ გათავისუფლების რისკის წინაშე დგანან. Judges for Judges (Rechters voor Rechters) განცხადებით, “არსებობს ძლიერი მინიშნებები, რომ მოსამართლე ხუჭუა პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებების გამო გახდა ცილისმწამებლური კამპანიის სამიზნე. საჯარო განცხადებები, რომლებიც მიზნად ისახავს მისი, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლის რეპუტაციის შელახვას, სასამართლო სისტემაზე მიუღებელ ზეწოლას ახდენს. ამიტომ, მთავრობის წარმომადგენლებმა და პოლიტიკოსებმა თავი უნდა შეიკავონ ასეთი კომენტარების გაკეთებისგან”.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა