მოსკოვის ოლქის გუბერნატორი - დრონებით თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა

მოსკოვის ოლქში დრონებით თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა განაცხადა, რომ დაშავებულებს შორის ორი ბავშვია.

„ბოლო მონაცემებით, მოსკოვის ოლქში დრონებით თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა. ყველა მათგანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშაა“, - აღნიშნა ვორობიოვმა.

შეგახსენებთ, გასულ ღამეს მოსკოვის ოლქზე დრონებით მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა. დრონებით იერიშის შედეგად მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა, ასევე, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და ასობით ფრენა გადაიდო ან გაუქმდა.

მოსკოვზე დრონებით თავდასხმა დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.

„ღამით, ჩვენმა შორ მანძილზე მოქმედმა „სანქციებმა“ კიდევ ერთხელ მიაღწია მოსკოვის ოლქს. მიმდინარე კვირაში უკვე მეორედ, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმა განხორციელდა. სამიზნე ობიექტებზე დარტყმები განხორციელდა როსტოვის ოლქსა და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. ეს სრულიად სამართლიანი პასუხია“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა