ნიკა გვარამიას განცხადებით, ე.წ. საბოტაჟის საქმის მოსამართლემ, მათი შუამდგომლობა, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის შესახებ, არ დააკმაყოფილა

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მოსამართლე თამარ მახარობლიძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც „დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას, როგორც აღნიშნულ პროცესში მონაწილე პირის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლას შეეხებოდა.

როგორც ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლემ შუამდგომლობის საპასუხოდ განაცხადა, რომ მას არ აქვს არანაირი წინაპირობა, რომ ეს უფლებამოსილება განახორციელოს.

ამასთან, გვარამიას თქმით, გამორიცხულია, რომ მათ ელენე ხოშტარიას შეწყალების მოთხოვნით, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს მიმართონ.

„მოსამართლეს აქვს პოზიტიური ვალდებულება, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელს, რომელიც ბრალდებულის უფლებას უნდა იცავდეს და არამხოლოდ მის გასამართლებას ისმენდეს, რომ შეამოწმოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც კი ეჭვი აღიძვრება. ეჭვის საფუძველი არ არის მხოლოდ ჩვენს მიერ მიტანილი დოკუმენტი, ეჭვის საფუძველი უკვე გაცხადდა, საკუთრივ, მსჯავრდადებულის მხრიდან გაცხადდა, ელენემ ეს თქვა, მისმა ადვოკატმა ეს თქვა და ჩვენც ამას ვაცხადებთ, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესი და შეუძლებელია მისი გამოსწორება სათანადო მკურნალობის გარეშე. ამაში გვინდოდა მოსამართლის ჩარევა, დღევანდელი სხდომის გადადებასაც კი არ ვითხოვდით. პენიტენციური დაწესებულების მხრიდან უმოქმედობა გაგრძელდა მოსამართლით.

მოსამართლის არგუმენტი იყო ასეთი: არ მაქვს არანაირი წინაპირობა, რომ ეს უფლებამოსილება განვახორციელო“. რომ გესმოდეთ, მინიმუმ შეკითხვის დასმა და წერილის გაგზავნაც კი დაეზარათ, დაეზარათ, თუ არ მოუნდათ, როგორც არის, ამას მნიშვნელობა არ აქვს.

პროკურატურის პოზიცია იყო ის, რომ ისინი შეშფოთებულები არიან ამით, თუმცა მათთვის პასუხი, რომელიც პენიტენციურმა გასცა, საკმარისია. ესეც არ შეესაბამება სამართლებრივ სტანდარტებს იმიტომ, რომ სასჯელაღსრულების განცხადება არ არის იურიდიული შინაარსის, ეს არ არის ადმინისტრაციული აქტიც კი და არ წარმოშობს უტყუარობის პრეზუმფციას იმ დოზით, რომ პროკურორმა ეს დამაკმაყოფილებლად მოიღოს. ამას გარდა, პროკურორი იმისთვის კი არ არის, რომ ვიღაცას უსიტყვოდ ან სიტყვიერად ენდოს, პროკურორი იმაშია, რომ ყველაფერში ეჭვი შეიტანოს, მარტო მოქალაქეში კი არა, სახელმწიფოს მოქმედებაშიც. აი, ეს ორკესტრირებული მიდგომაა ელენესთვის ჯერ უკანონო პატიმრობის მისჯის, ახლა უკანონო საქმეში მისი ჩართვის, როგორც ბრალდებულის და ყველაზე უარესი რაც არის, ამას ხაზგასმით ვამბობ, მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეს ადამიანი არის მძიმე მდგომარეობაში, ის ვერ გადაადგილდება, ვერ წერს, აქვს ჯანმრთელობის სისტემური პრობლემა". განაცხადა გვარამიამ.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ არ დაკმაყოფილდება მოთხოვნა ელენე ხოშტარიას გათავისუფლების შესახებ, „საპროტესტო აქციებს უნდა ველოდოთ".

„უნდა ველოდოთ. სადღაც წავიკითხე, ალბათ, პრეზიდენტთან აპირებენ მისვლას შეწყალებისთვისო. ახლა, ეს ისეთი აბსურდია, რომ იმის იქით არაფერი არ არის. ჯერ ელენეს პოზიციაა ცნობილი და მერე ჩვენიც- არა, გამორიცხულია. ეს იქნება საპროტესტო აქციები, რომლის მიზანიც იქნება იმდენად მძიმე დისკომფორტის შექმნა ამ კომპეტენტური ორგანოებისთვის, რომ ვაიძულოთ ისინი, მიიღონ კანონით გათვალისწინებული და ადამიანურობით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები. ადამიანი არის ცუდად! სად იქნება საპროტესტო აქციები, მალე დავაანონსებთ". განაცხადა გვარამიამ.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“
თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა - დამატებულია ახალი რეისებიც