ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასთან კონტაქტებს წყვეტს

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის გიდეონ საარის განცხადებით, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასთან კონტაქტებს წყვეტს.

„ქალბატონი კაია კალასი, უკვე გარკვეული პერიოდია ისრაელის მიმართ უსამართლობას იჩენს. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან მექსიკაში ვიზიტის დროს ისრაელი სამხრეთ აფრიკის რასისტულ აპართეიდის რეჟიმს შეადარა”, - წერს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი სოციალურ ქსელში.

გამოცემა Euractiv-ის ცნობით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა აღნიშნული შედარება გასულ თვეში მექსიკაში, მაღალი დონის მოლაპარაკებების დროს გააკეთა.

გიდეონ საარის თქმით, კაია კალასს გავრცელებული ინფორმაციის უარყოფის მიზნით განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

„ამიტომ, როგორც ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მე სხვა გზა არ მაქვს გარდა იმისა, რომ გავწყვიტო ყველანაირი კონტაქტი ქალბატონ კალასთან, ვიდრე არ უარყოფს ამ სისხლიან ცილისწამებას, რომელიც მან მსოფლიოში ერთადერთი ებრაული სახელმწიფოს და ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი დემოკრატიის მისამართით გამოიყენა“, - აღნიშნა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“
თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა - დამატებულია ახალი რეისებიც