ლევან მაჭავარიანი - ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია მორიგი ლუსტრაციაა იმის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ - კიდევ ერთხელ გვაჩვენეს უსამართლო დამოკიდებულება

ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია მორიგი ლუსტრაციაა იმის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ - კიდევ ერთხელ გვაჩვენეს უსამართლო დამოკიდებულება, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ევროპარლამენტის მიერ მიღებული ანგარიში.

მისი თქმით, ევროპარლამენტარების პოზიციები სიახლე არ არის და მათი მხრიდან შანტაჟი გრძელდება.

„ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია მორიგი ლუსტრაციაა იმის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ - კიდევ ერთხელ გვაჩვენეს უსამართლო დამოკიდებულება. სამი ტელევიზიის დასანქცირებას ითხოვენ. ფაქტობრივად, პირდაპირ ამბობენ, რომ მხოლოდ „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ უნდა დარჩეს. არჩევნების ჩატარებას ისევ ითხოვენ, როცა გაყალბების თაობაზე ერთი მტკიცებულება არ არსებობს. მათი პოზიციები ჩვენთვის სიახლე არ არის, მათი მხრიდან შანტაჟი გრძელდება. აქვე უთითებენ, რომ გარკვეული ჯგუფია, ვისაც შეზღუდვები არ უნდა შეეხოს. ვისაც სამოქალაქო საზოგადოებად მოიაზრებენ, ისინი კოლექტიური ლომჯარია-გიგაურები და კოლექტიური ნოდარ მელაძეები არიან.

მათი ინტერესების გამტარებელი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობაა“. მათ მხარდასაჭერად, ანტისამთავრობო მიტინგებზე მინისტრებს აგზავნიდნენ, რევოლუციების დაგეგმვასა და დაფინანსებაში მონაწილეობდნენ იქიდან გამომდინარე, რომ ეს ის ჯგუფია, რომელიც მათ დავალებებს უსიტყვოდ შეასრულებს და საქართველოს პროქსი ქვეყნად გამოაყენებინებენ, როგორც უკრაინა გამოიყენეს. დროა, სიმართლეს თვალი გაუსწორონ და რეალობა აღიქვან, რომ ვერც რევოლუციის მცდელობით და ვერც არჩევნებში ჩარევის გზით "ქართული ოცნება" ვერ დაამარცხეს“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა