19 ივნისს ZEG - ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება

19 ივნისს, ZEG - ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი იხსნება, რომელიც უკვე მეექვსედ ბრუნდება და აერთიანებს ამბების მთხრობელებს, მოაზროვნეებსა და შემოქმედებს სხვადასხვა სფეროდან და კონტინენტიდან.

19-21 ივნისს, სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები სამი დღის განმავლობაში, ექვს პარალელურ სცენაზე შთამაგონებელ და უნიკალურ ამბებს გაგვიზიარებენ. ZEG, როგორც ყოველთვის, ამჟამადაც სივრცეს დაუთმობს, როგორც კომპლექსური თემების განხილვას, ისე საინსპირაციო აქტივობებს და მოიცავს პანელურ დისკუსიებს, პერფორმანსებს, ვორქშოპებს, ფილმების ჩვენებებს, საფეხმავლო ტურებსა და სხვა საინტერესო და მიმზიდველ ფორმატებს.

ფესტივალის განმავლობაში სხვადასხვა სივრცე დაეთმობა მოწვეულ სტუმრებს, რომლებიც ისაუბრებენ მნიშვნელოვან თემებზე, მათ შორის - თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებზე, დამოუკიდებელ ჟურნალისტიკასა და მედიაზე, ქალთა ლიდერობასა და გენდერულ სამართლიანობაზე, ლიტერატურასა და მწერლობაზე, ომისა და ტრავმის ვიზუალურ თხრობაზე, ჯანდაცვაზე, არქიტექტურასა თუ ფილოსოფიაზე.

ფესტივალის დასახელება ZEG იდეალურად ასახავს ჩვენს მისიას: აღმოვაჩინოთ და გავაზიაროთ ამბები, რომლებიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დღეს, არამედ მის მიღმაც. გვჯერა, რომ საინტერესო ამბის თხრობა მოითხოვს დისციპლინებს შორის ბარიერების დამსხვრევას და სწორედ ამიტომაც ZEG-ის გარშემო ვაერთიანებთ მწერლებს, მოაზროვნეებს, კინორეჟისორებს, ჟურნალისტებს, მეწარმეებსა თუ ხელოვანებს.

ფესტივალი შექმნილია მათთვის, ვისაც სჯერა, რომ ამბებს სამყაროს შეცვლა შეუძლია. იმდენად დიდი და მრავალფეროვანია ფესტივალის მონაწილეთა სია, რომ ZEG-ზე შთაგონებას ნებისმიერი პროფესიის ადამიანი იპოვის.

140-ზე მეტ მომხსენებელს შორის არიან:

ვიეტ თან ნგუენი – პულიცერის პრემიის ლაურეატი, წიგნის The Sympathizer ავტორი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მწერალი ომებისა და იძულებითი გადაადგილების თემებზე. დევიდ ბელტი – მეწარმე და ნოვატორი დეველოპერი, რომელმაც ბრუკლინის გემთსაშენის საუკუნოვანი საწყობი New Lab-ად აქცია და ნიუ-იორკის ტექნოლოგიური სფეროს 50 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დასახელდა. კარენ ჰაო – ჟურნალისტი, რომლის Empire of AI ცვლის წარმოდგენას იმაზე, თუ ვინაკონტროლებს რეალურად ხელოვნური ინტელექტის რევოლუციას. ზელდა პერკინსი – ჰარვი ვაინშტაინის ყოფილი ასისტენტი, რომლის ათწლიანმა კამპანიამ გაუთქმელობის ხელშეკრულებების(NDA) წინააღმდეგ ბრიტანული კანონმდებლობა შეცვალა. კუმი ნაიდუ – სამხრეთ აფრიკელი უფლებადამცველი, რომელიც 15 წლის ასაკში აპარტეიდის წინააღმდეგ სკოლების ბოიკოტს უწევდა ორგანიზებას, მოგვიანებით კი ხელმძღვანელობდა Greenpeace-სა და Amnesty International-ს. მაიკლ ბარენბოიმი – მევიოლინე, West-Eastern Divan Orchestra-ს კონცერტმაისტერი. ლეოპოლდო ლოპესი – ვენესუელელი ოპოზიციის ლიდერი, რომელმაც წლები გაატარა მადუროს ციხეში და შექმნა გლობალური მოძრაობა იმ ადამიანებისა, რომლებიც უარს ამბობენ ავტოკრატიის გამარჯვებასთან შეგუებაზე.

წელს ფესტივალს უბრუნდებიან წინა წლის მომხსენებლებიც:

ბაო ნგუენი – ემის ნომინანტი რეჟისორი; მისი ბოლო ფილმი, The Stringer, იკვლევს ვიეტნამის ომის ყველაზე ცნობილი ფოტოს სადავო ავტორობას. ჯული პოსეტი – დეზინფორმაციის მკვლევარი, რომელიც ამჟამად მარია რესას პროექტს, Information Integrity Initiative-ს ხელმძღვანელობს. რეიჩელ კორპი – ITN-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც გაიარა გზა სტუდენტი ფრილანსერობიდან ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე სანდო საინფორმაციო ორგანიზაციის მართვამდე. ჯეიკ ფრიდმანი – კრეატიული მეწარმე, რომელმაც საკუთარი ხმის ჩამწერი ლეიბლი 19 წლის ასაკში დააარსა და მუსიკას, თეატრსა და კინოს აკავშირებს. ჯონ ლი ანდერსონი – The New Yorker-ის ჟურნალისტი და ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო კორესპონდენტი. ელაიზა ანიანგვე – კამერუნელი ემის მფლობელი ჟურნალისტი, რომელიც გენდერისა და ძალაუფლების საკითხებზე მუშაობს.

ფესტივალის მხარდამჭერები: TBC Concept, UN Women, Tegeta, Volvo, Coca-Cola, AI Collaborative, The European Union, OHCHR, ALTA, Embassy of the Kingdom of the Netherlands to Georgia, Embassy of the Federal Republic of Germany Tbilisi, betsson.sport, Global Technology Hub, Adjara Group, Honore, Fabrika, Arena Sports Bar, Flutter, Georgian Book Association, Chateau Mukhrani, Hendrick’s, TKT.GE

მედია მხარდამჭერები: BPN, AT.ge, Georgia Today, OK Magazine, What About Georgia

მეტი ინფორმაცია აქ: https://www.zegfest.com

სიახლეებისთვის, გამოიწერეთ ჩვენი ნიუსლეთერი: https://www.zegfest.com/sign-up

მოგვძებნეთ სოციალურ ქსელში: Facebook, Instagram, LinkedIn, X, YouTube, TikTok

მისამართი: კონსტიტუციის ქუჩა #4

(R)

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“
თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა - დამატებულია ახალი რეისებიც