პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა ორ პირს, რომლებმაც რუსთავში მოქალაქეს მოტყუებით, ნაცვლად დასრულებულისა, დაუსრულებელ კორპუსში არსებული საცხოვრებელი ბინა მიჰყიდეს

პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა ორ პირს, რომლებმაც მოქალაქეს მოტყუებით, რუსთავში, დაუსრულებელ კორპუსში არსებული საცხოვრებელი ბინა მიჰყიდეს, ნაცვლად დასრულებულისა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბრალდებულები ამ გზით, 102 850 ლარს თაღლითურად დაეუფლნენ.

„საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად 102 850 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რუსთავში, ბრალდებულებმა დაზარალებული მოატყუეს თითქოსდა აშენებულ და დასრულებულ საცხოვრებელ კორპუსში არსებულ ბინას ყიდდნენ. უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის გაუგზავნეს სხვა საცხოვრებელი ბინის სურათები და დაარწმუნეს თითქოსდა სწორედ აღნიშნულ ბინას ყიდდნენ, რეალურად კი მიყიდეს დაუსრულებელ კორპუსში არსებული საცხოვრებელი ბინა. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ, დიდი ოდენობით - 102 850 ლარს.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“
თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა - დამატებულია ახალი რეისებიც