ALDE - „ქართულმა ოცნებამ“ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს და უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს ის მკურნალობა, რომელიც სასწრაფოდ სჭირდება

„ქართულმა ოცნებამ“ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს და უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს ის მკურნალობა, რომელიც სასწრაფოდ სჭირდება, - ამის შესახებ ALDE-ს განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების მიხედვით, შესაბამისი დახმარების გარეშე, არსებობს მისი ჯანმრთელობისთვის შეუქცევადი ზიანის მიყენების საფრთხე, რამაც შესაძლოა, სიარულის უნარიც კი დააკარგვინოს.

„ლიბერალები მოვითხოვთ, გაეწიოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება პარტია „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას. თითქმის 10 - თვიან უკანონო პატიმრობაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად უარესდება მაშინ, როცა მას სათანადო სამედიცინო მკურნალობაზე უარს ეუბნებიან. შესაბამისი დახმარების გარეშე, არსებობს მისი ჯანმრთელობისთვის შეუქცევადი ზიანის მიყენების საფრთხე, რამაც შესაძლოა, სიარულის უნარიც კი დააკარგვინოს. „ქართულმა ოცნებამ“ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს და უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს ის მკურნალობა, რომელიც სასწრაფოდ სჭირდება“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ავრცელებს.

ცნობისთვის, ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც მან აღნიშნა, ელენე ხოშტარიას სახსრების ძლიერი ტკივილი აქვს, მოძრაობის გაძნელება, რის გამოც ვერ ახერხებს ზოგჯერ წერას და გადაადგილებისას ყავარჯენი სჭირდება. მოგვიანებით განცხადება გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა და აღნიშნა, რომ „ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა შესაბამისი პირობით და შეუფერხებლად სარგებლობს ყველა, მათ შორის, სამედიცინო სერვისით“.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“
თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა - დამატებულია ახალი რეისებიც