კაია კალასი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს - ევროკავშირი ისრაელთან კონსტრუქციული ურთიერთობის ერთგულია

ევროკავშირი ისრაელთან კონსტრუქციული ურთიერთობის ერთგულია, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.

კაია კალასი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ გიდეონ საარს გამოეხმაურა, რომელმაც მასთან კონტაქტების გაწყვეტის შესახებ გამოაცხადა.

„ძვირფასო გიდეონ, როგორც იცით, ევროკავშირსა და ისრაელს ბევრი რამ აკავშირებთ. მე ვაფასებ ჩვენს დიალოგსა და ჩართულობას და მზად ვარ, ეს ამ სულისკვეთებით, პატივისცემითა და კონსტრუქციულად გავაგრძელო. ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დასამყარებლად ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა ერთადერთ გზად რჩება. ევროკავშირი გმობს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის უკანონო დასახლებებს, რაც ამ მიზნის მიღწევას ართულებს. ევროკავშირის პოზიციას ეს წარმოადგენს“, - წერს კალასი X-ზე.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა კაია კალასთან კონტაქტების გაწყვეტის მიზეზად გამოცემა Euractiv-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაასახელა, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა მექსიკაში ვიზიტისას ისრაელი სამხრეთ აფრიკის აპართეიდის რეჟიმს შეადარა.

„როგორც ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მე სხვა გზა არ მაქვს გარდა იმისა, რომ გავწყვიტო ყველანაირი კონტაქტი ქალბატონ კალასთან, ვიდრე არ უარყოფს ამ სისხლიან ცილისწამებას, რომელიც მან მსოფლიოში ერთადერთი ებრაული სახელმწიფოს და ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი დემოკრატიის მისამართით გამოიყენა“, - აღნიშნა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა