მარკ რუტე - უკრაინა ბრძოლის ველზე დინამიკას ცვლის

უკრაინა ბრძოლის ველზე დინამიკას ცვლის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„უკრაინა რუსეთს ძალიან დიდ დანაკარგებს აყენებს, მაგრამ მათ ამის გაგრძელება მხოლოდ ჩვენი მხრიდან მხარდაჭერის გაძლიერების შემთხვევაში შეუძლიათ“, - განაცხადა მარკ რუტემ.

რუტემ აღნიშნა, რომ ალიანსმა „ყველაფერი უნდა გააკეთოს იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინა ბრძოლაში რაც შეიძლება ძლიერი დარჩეს“.

ასევე, მისი თქმით, რუსეთი თავდაცვაზე სახელმწიფო ბიუჯეტის 48%-ს ხარჯავს.

„რუსეთთან დაკავშირებით მიამიტები არ უნდა ვიყოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა გაიგონ, რომ ყველაზე დიდ შეცდომას დაუშვებენ, თუ ალიანსზე თავდასხმას შეეცდებიან“, - აღნიშნა რუტემ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა