პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა პირს, რომელიც მოქალაქეებს იაპონიიდან ავტომანქანების ჩამოყვანას ჰპირდებოდა, რამდენიმე დაზარალებულს სრული ღირებულება წინასწარ გადაახდევინა, თუმცა ავტომანქანები არ ჩამოიყვანა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მოქალაქეებს იაპონიიდან საქართველოში სხვადასხვა მარკისა და მოდელის ავტომანქანების ჩამოყვანას ჰპირდებოდა და რამდენიმე დაზარალებულს ავტომანქანების სრული ღირებულება წინასწარ გადაახდევინა.

როგორც პროკურატურაში განმარტავენ, აღნიშნულის მიუხედავად, ბრალდებულმა საქართველოში ავტომანქანები არ ჩამოიყვანა და თაღლითურად დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას.

მათივე განმარტებით, დაზარალებულებმა ბრალდებულს ხელზე გადასცეს და ასევე, მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე გადაურიცხეს ჯამში 166 132 ლარი, რაც სრულად მიისაკუთრა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული მიმდინარე წლის 17 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, 4 ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საქმეზე გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ბრალდებულის მიერ მსგავსი ხასიათი სხვა ქმედების ჩადენის გამოვლენისა და სათანადო მტკიცებულებების მოპოვების მიზნით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა