ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბელგიის პრემიერ-მინისტრთან უკრაინისთვის F-16-ების გადაცემის საკითხი განიხილა და პირველი მიწოდება წელს მოხდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბელგიის პრემიერ-მინისტრთან უკრაინისთვის F-16-ების გადაცემის საკითხი განიხილა.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ბრიუსელში ბელგიის პრემიერ-მინისტრ ბარტ დე ვევერს შეხვდა.

„ჩვენ განვიხილეთ F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მიწოდების ვადები. პირველი მიწოდება უკვე წელს მოხდება. მსგავსი ტიპის საჰაერო თავდაცვითი დახმარება ახლა ყველაზე მეტად საჭიროა“, - წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მანამდე, ბელგიის თავდაცვის მინისტრმა თეო ფრანკენმა ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბელგია წელს უკრაინას F-16-ის ტიპის შვიდ ავიაგამანადგურებელს გადასცემს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა