ნანუკა ჟორჟოლიანი - რასაც ვხედავ, პარტიაში ყველაზე კარგ თავმჯდომარედ „ხაბეს“ თვლიან - შევხვდები ყველა რეგიონის წარმომადგენელს, მიშამდე მივიტან მათ სურვილებს და ამის შემდეგ გადაწყდება, თავმჯდომარეობის კანდიდატი ნანუკაა თუ სხვა

ჩამოვფრინდი თუ არა, მიშას თხოვნით აეროპორტიდან პირდაპირ აჭარაში წავედი, შევხვდები ყველა რეგიონის წარმომადგენელს და მიშამდე მივიტან მათ სურვილებს და ხედვებს. ამის შემდეგ გადაწყდება მიშას კანდიდატი ნანუკაა თუ სხვა , - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს.

ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, პარტიაში ყველაზე კარგ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილს თვლიან.

„მნიშვნელობა არ აქვს, რას ფიქრობს "ბაბლი". განსაკუთრებით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას ფიქრობენ ის ადამიანები, რომლებიც "ხუთიანს" და მიშას უფრო ებრძვიან, ვიდრე 41-ს და ბიძინას.

თქვენ წარმოიდგინეთ, მნიშვნელობა არ აქვს, მიშას სურვილებსაც კი. 5 წელი საპატიმროში ყოფნა, როცა ინფორმაციებს და განწყობებს მაინც შერჩევით გაწოდებენ, გიკარგავს სწორ აღქმებს.

როცა გინდა პრიორიტეტი იყოს სოფელი და რეგიონი, რაიონულმა ორგანიზაციებმა უნდა თქვან, ვის ხედავენ თავის ქალად, კაცად, გინდ მენეჯერი ერქვას და გინდ თავმჯდომარე.

საინტერესოა, ეს ხალხი ვის ხედავს კანდიდატად.

ჩამოვფრინდი თუ არა, მიშას თხოვნით, აეროპორტიდან პირდაპირ აჭარაში წავედი და რეგიონის პარტიის წარმომადგენლებს შევხვდი. შევხვდები ყველა რეგიონის წარმომადგენელ და მიშამდე მივიტან მათ სურვილებს და ხედვებს.

ამის შემდეგ გადაწყდება, მიშას კანდიდატი ნანუკაა თუ სხვა.

ამიტომ ჯერ ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, ვინ იქნება „ნაცმოს“ თავმდჯომარე.

პ.ს. ეს "ბაბლი" ვიყავით "ხაბეს" რომ ვიწუნებდით და ჯერ რასაც ვხედავ, პარტიაში ყველაზე კარგ თავმჯდომარედ, სწორედ "ხაბეს" თვლიან“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა