ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-ის პრეზიდენტი ძალიან მკაფიოა რუსეთზე ზეწოლის გაზრდასთან დაკავშირებით, რათა დავასრულოთ საშინელი ომი, ეს არის “დიდი შვიდეულის” ყველა ლიდერის პოზიციაც

დონალდ ტრამპი მხარს უჭერს ომის დასრულებისთვის რუსეთზე ზეწოლის გაზრდას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ “რამშტაინის” ფორმატში გამართულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინას აქვს ძლიერი ინსტრუმენტები, რათა მოსკოვი დააყენოს გზაზე, როდესაც დიპლომატია ერთადერთი არჩევანი გახდება.

“ძალიან კარგი შეხვედრები და მოლაპარაკებები გვქონდა [“დიდი შვიდეულის” სამიტზე საფრანგეთში] ყველა ლიდერთან, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპთან. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ძალიან მკაფიოა რუსეთზე ზეწოლის გაზრდასთან დაკავშირებით, რათა დავასრულოთ ეს საშინელი ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო უკრაინისა და მთელი ევროპის წინააღმდეგ. და ეს ასევე “დიდი შვიდეულის” ყველა ლიდერის პოზიციაა.

მადლობელი ვართ ამ ერთიანობისთვის. გვაქვს ინსტრუმენტები და ისინი საკმაოდ ძლიერია, რათა რუსეთი დავაყენოთ გზაზე, როდესაც დიპლომატია ერთადერთი არჩევანი გახდება”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა