მაკა ბოჭორიშვილი - გაფართოების თემაზე საუბრის დაწყების გამომწვევი გეოპოლიტიკური მოცემულობა იყო, თუმცა რა შედეგებამდე მივალთ, იქნება თუ არა ევროკავშირის გაფართოება რეალობა, რა ფორმებით, ეს კიდევ ცალკე განხილვის საგანია - ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს

ფაქტია, რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე საუბარი სწორედ უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ გააქტიურდა უკრაინასთან, მოლდოვასა და საქართველოსთან მიმართებაში, რასაც ქალბატონი რასა [იუკნევიჩიენე] ადასტურებს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მიმდინარე დინამიკა მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული რეგიონში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობასთან. მისი შეფასებით, სწორედ ამ კონტექსტში მოხდა თემის ხელახალი აქტუალიზაცია, თუმცა გაფართოების პროცესი წლების განმავლობაში ნელი ტემპით ვითარდებოდა და ხელშესახები პროგრესი არ არსებობდა.

„ათწლეულები იცით, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები არიან ამ პროცესში, თურქეთი ძალიან ბევრი ათწლეულია, პროცესშია, თუმცა პროგრესი გაფართოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირს არ განუცდია უკვე ასევე ათწლეულია, უფრო მეტიც და შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარად გეოპოლიტიკური მოცემულობა იყო ამ თემაზე საუბრის დაწყების ახალი გამომწვევი. თუმცა, რა შედეგებამდე მივალთ, იქნება თუ არა ევროკავშირის გაფართოება რეალობა, რა ფორმებით, ეს კიდევ ცალკე განხილვის საგანია. იცით, რომ ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ ამ თემებზე, რა უნდა იყოს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა, როგორ უნდა იყოს წესები გაფართოების, რაც თავისთავად ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა, რომლის კომენტარსაც საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“
თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა - დამატებულია ახალი რეისებიც