პაატა დავითაია - პირველად მოხდა, რომ ცხინვალში ე.წ. პრემიერ-მინისტრად დაინიშნა რუსი, რათა ხელი მოაწეროს ანექსიას, ამისთვის ხელისუფლება უნდა ემზადებოდეს - სიჩუმე აიხსნება ანექსიის ხელშეწყობით, რატომ არიან ჩუმად, რისი ეშინიათ?

რატომ დაინიშნა ეს ადამიანი [მარატ კამბოლოვი] ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრემიერ-მინისტრად? პირველად მოხდა, რომ პოლიტიკურ თანამდებობაზე მოვიდა რუსი. საუბარია იმაზე, რომ მას პრეზიდენტად ამზადებენ იმისათვის, რომ მოაწეროს ხელი ანექსიას, - ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ განაცხადა,

როგორც დავითაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, მისთვის გაუგებარია ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების დუმილი.

დავითაია მიიჩნევს, რომ ძებნაში უნდა გამოცხადდნენ სეპარატისტთა ლიდერები, როგორც კონსტიტუციური რღვევის ხელშემწყობები.

„ანექსიასთან დაკავშირებით სუს-მა დადო დოკუმენტი, სადაც წერია, რომ ანექსია მზადდება და მისი ავტორია კირიენკო. ეს დოკუმენტი დადო უწყებამ, რომელიც ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე და პარლამენტი დუმს. საგარეო მიმართულებით არაფერი კეთდება. გამოდის, რომ ხელს ვუწყობთ ანექსიას. მიმაჩნია, რომ ჩვენ პარტნიორებთან უნდა დაიწყოს საუბარი ამ მიმართულებით. ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს რაღაც წითელი ხაზი, სადაც ყველა ერთია- ოპოზიციაც და ხელისუფლებაც. ყველას ეხება ანექსიის საკითხი, მით უმეტეს უკრაინის ფონზე. ყველა ვხედავთ თუ როგორ იწვის მოსკოვი. მას სჭირდება რაღაც გამარჯვება და ცხინვალში ამისთვის ყველაფერი მზად აქვს. რატომ დაინიშნა ეს ადამიანი ე.წ. პრემიერ-მინისტრად? პირველად მოხდა, რომ პოლიტიკურ „თანამდებობაზე მოვიდა რუსი“. საუბარია იმაზე, რომ მას პრეზიდენტად ამზადებენ იმისათვის, რომ მან [მარატ კამბოლოვი] მოაწეროს ხელი ანექსიას. ამისთვის ხელისუფლება უნდა ემზადებოდეს. ძებნაში უნდა გამოცხადდნენ სეპარატისტთა ლიდერები, როგორც კონსტიტუციური რღვევის ხელშემწყობები. [საქართველოს მთავრობის] სიჩუმე აიხსნება ანექსიის ხელშეწყობით. არ შეიძლება ჩუმად ყოფნა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი პარტნიორებთან მუშაობა და არა ომი. ღია ომია ევროპარლამენტარებთან. ვერ ვიგებ რატომ არიან ჩუმად, რისი ეშინიათ. თუ შენ, შენს ტერიტორიას არ დაიცავ, არავინ დაიცავს მას“,- აცხადებს დავითაია.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა