ირანის უზენაესი ლიდერის განცხადებით, „განსხვავებული აზრის” მიუხედავად, აშშ-სთან შეთანხმებას დაეთანხმა

ირანის უზენაესი ლიდერის განცხადებით, ის განსხვავებული აზრის მიუხედავად აშშ-სთან შეთანხმებას დაეთანხმა. ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის განცხადებას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

მისი თქმით, ის თავდაპირველად არ დაეთანხმა აშშ-სთან “ურთიერთგაგების მემორანდუმს”, თუმცა ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის გარანტიების შემდეგ მისი გაფორმების ნება დართო.

“პრინციპულად, მე განსხვავებული აზრი მქონდა: თუმცა, იმ ვალდებულებების გამო, რომელიც პატივცემულმა [ირანის] პრეზიდენტმა, როგორც უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა, საკუთარი და სხვა წევრების სახელით მომცა ირანელი ერისა და წინააღმდეგობის ფრონტის უფლებების დაცვის შესახებ და ამ პასუხისმგებლობის ცალსახად აღიარების გამო, მე ნებართვა მივეცი”, - ნათქვამია განცხადებაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა