ევროკავშირის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 12 თვით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან პირველად, სანქციები ექვსი თვის ნაცვლად 12 თვით გახანგრძლივდა.

გადაწყვეტილება მიიღეს ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ, რომელიც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად დაიწყო და მისი წასვლის შემდეგ ევროკავშირის ლიდერებთან ერთად გაგრძელდა.

„უკრაინის შესახებ დისკუსია დასრულდა. ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 12 თვით გახანგრძლივება გადაწყვიტეს“, - განუცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მარია ტომასიკმა ჟურნალისტებს.

უკრაინული მედია წერს, რომ სანქციების 12 თვით გახანგრძლივების გადაწყვეტილებამ ევროკავშირისთვის პრეცედენტი შექმნა, რადგან ბოლო 10 წლის განმავლობაში, მათ შორის სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს სანქციები განახლება ყოველ ექვს თვეში ერთხელ უნდა განეახლებინათ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა