ისრაელმა ლიბანში სამიზნეებს დაარტყა - შვეიცარიაში აშშ-ირანის მოლაპარაკებები გაუქმდა

სამხრეთ ლიბანში ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას The Guardian-ი ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, დარტყმები გრძელდება. „ჰეზბოლა“ კი იუწყება, რომ ამ ტერიტორიაზე ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლას ტერორისტებსა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე“ დარტყმები ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფის მიერ „ცეცხლის შეწყვეტის არაერთხელ დარღვევის“ შემდეგ განხორციელდა.

The Guardian-ი წერს, რომ ბრძოლები საფრთხეს უქმნის აშშ-ირანის ახალ შეთანხმებას ომის დასრულების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ შეჩერებას „ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში“.

შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ომის დასრულების 14-პუნქტიანი შეთანხმების განხორციელების შესახებ დღეს დაგეგმილი მოლაპარაკებები გაუქმდა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა შვეიცარიაში ვიზიტი გადადო. ირანის საინფორმაციო სააგენტო Tasnim-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის დელეგაციის შვეიცარიაში ვიზიტის შესახებ „არაფერი დადასტურებული არ არის“. თეთრი სახლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ აშშ მოუთმენლად ელის „ტექნიკური მოლაპარაკებების რაც შეიძლება მალე დაწყებას“.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა