4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე დაკავებული ზაქრო ალბუთაშვილი - შიმშილობას ვიწყებ - ხელისუფლებამ ორი გზა შემომთავაზა: ვაღიარო, რაც არ ჩამიდენია და ციხეში სიკვდილი, მე ვირჩევ სიკვდილს

ამ ხელისუფლებამ ორი გზა შემომთავაზა, ვაღიარო ის, რაც არ ჩამიდენია და მეორე, ციხეში სიკვდილი. მე ვირჩევ სიკვდილს. ამ წუთიდან ვიწყებ შიმშილობას, ვიდრე ჩვენი დროის უახლესი გმირი, უდანაშაულო პოლიტიკური პატიმარი ელენე ხოშტარია არ გათავისუფლდება ციხიდან, - ამის შესახებ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა ზაქრო ალბუთაშვილმა განაცხადა.

მან სასამართლოში საბოლოო სიტყვა წარმოთქვა და აღნიშნა, რომ ის საპროცესო შეთანხმებაზე უარს ამბობს, ვინაიდან ვერ დაიბრალებს იმას, რაც არ ჩაუდენია. ალბუთაშვილი "დროას" ლიდერის ელენე ხოშტარიას სოლიდარობის ნიშნად შიმშილს იწყებს.

„მივმართავ მხოლოდ კაცებს. ჩვენს ქალებს უკვე მოადგნენ. მე, ზაქრო ალბუთაშვილი, პროფესიით მშენებელი, სამხედრო, ყოფილი ფეხბურთელი და ა.შ. ჯანმრთელობის პრობლემების მქონე, 1 თირკმელი ამოჭრილი, მეორეზე პრობლემები....

ამ ხელისუფლებამ ორი გზა შემომთავაზა, ვაღიარო ის, რაც არ ჩამიდენია და მეორე, ციხეში სიკვდილი. მე ვირჩევ სიკვდილს, საათი არ გამაჩნია, ამ წუთიდან ვიწყებ შიმშილობას, ვიდრე ჩვენი დროის უახლესი გმირი, უდანაშაულო პოლიტიკური პატიმარი ელენე ხოშტარია არ გათავისუფლდება ციხიდან. წამმზომი ჩართულია.

ბატონო გიორგი[მოსამართლე], დამოკლეს მახვილივით არ მინდოდა ჩამოგკიდებოდით. დამოკლეს მახვილი გავხდები მე. ისედაც სიკვდილი მოახლოებულია, მარჯვენა თირკმელი ამომაჭრეს, ციხის ექიმებმა რომ გამსინჯეს... თუ დროულად მკურნალობა არ დაიწყება, ფატალურად დასრულდებაო, თუ ეს გინდათ, გააკეთეთ. ბატონო გიორგი, თქვენ შეგიძლიათ გახდეთ გმირი და გახდეს დამოკლეს მახვილის ქვეშ მეფე...

არ მინდა საპროცესო შეთანხმება... სინანული არ მაქვს, ყალბი სინანული თქვენც არ მოგეწონებათ. ამ ხალხის გამო ციხეში მოვკვდები",- განაცხადა ალბუთაშვილმა.

აღნიშნულ ეპიზოდს საერთო ჯამში, 15 ბრალდებული ჰყავდა, თუმცა, 8 ბრალი აღიარა და მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

რაც შეეხებათ, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ია დარახველიძეს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს, ზაქრო ალბუთაშვილი დავით სტურუას, მათ ბრალი არ აღიარეს. შესაბამისად, მათ საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდათ.

რაც შეეხებათ, ევა შანშიაშვილს, ალექსანდრე გოგოლაძეს, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გენადი კელიხაშვილს და დათო ღუწკაიას მათ საპროცესო შეთანხმება გასულ კვირას გაუფორმდათ.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ყველა მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში