თბილისსა და ქუთაისში პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს - დაკავებულები არიან საქართველოს, ჩინეთის და ტაილანდის მოქალაქეები

პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსის, გრიგოლ გოგოჩაშვილის განცხადებით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, ჩინეთისა და ტაილანდის მოქალაქეები.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, თბილისსა და ქუთაისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს.

დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, ჩინეთისა და ტაილანდის მოქალაქეები.

სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ათეულობით კომპლექსური საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, მათ შორის ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა, რის საფუძველზეც ბრალდებულების დანაშაულებრივი საქმიანობა დასტურდება.

გამოძიებით დადგინდა, რომ ობიექტების მფლობელები და ადმინისტრატორები მათ განკარგვაში არსებულ ფართებში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ასაქმებდნენ და ხელს უწყობდნენ პროსტიტუციაში. ისინი თბილისსა და ქუთაისში არსებულ ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ პროსტიტუციისთვის სისტემატურად გადასცემდნენ.

მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე, დგინდება, რომ ბრალდებულები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს, კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ, სანაცვლოდ კი მიღებული თანხის ნაწილს თავადაც იღებდნენ.

მოპოვებული მტკიცებულებით დასტურდება, რომ ობიექტების ძირითად შემოსავალს პროსტიტუციის ხელშეწყობით მიღებული თანხა წარმოადგენდა.

გამოძიება სსკ-ის 254-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა