მარიკა არევაძე - ელენე ხოშტარიას მიმართ რეჟიმი ციხეში ახორციელებს არაადამიანურ მოპყრობას - დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს სამედიცინო კვლევების ჩატარება და მისი გათავისუფლება

ელენე ხოშტარიას მიმართ რეჟიმი ციხეში ახორციელებს არაადამიანურ მოპყრობას, მას არ მიეწოდება შესაბამისისი ისამედიცინო მომსახურება. მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ მოხდეს ელენესთვის შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩატარება და დაუყოვნებლივი გათავისუფლება, - ეს განცხადება „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, მარიკა არევაძემ ქალ პოლიტიკოსებთან ერთად, რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებასთან გააკეთა, სადაც სასჯელს იხდის „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია.

როგორც არევაძემ აღნიშნა, ელენე ხოშტარია ციხეში აბსურდული ბრალდებით ზის.

ელენე ხოშტარია არის პირველი ქალი პოლიტიკოსი, რომელიც რეჟიმმა სრულიად უსაფუძვლოდ, აბსურდული ბრალის ფარგლებში აქცია პოლიტიკურ პატიმრად და გარდა იმისა, რომ ის აბსურდული ბრალის, ფლომასტერით ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო, სრულიად უსამართლოდ ზის ციხეში, ის, ასევე, რეჟიმმა დააქვემდებარა არაადამიანურ მოპყრობას, ვინაიდან ელენეს არ მიწოდება შესაბამისის სამედიცინო მომსახურება. მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ მოხდეს ელენესთვის შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩატარება და მოხდეს მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლება. ეს შედეგი აუცილებლად დადგება და ჩვენ ვიბრძოლებთ იქამდე, ვიდრე ეს არ მოხდება“, - განაცხადა მარიკა არევაძემ.

შეგახსენებთ, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. რამდენიმე დღის წინ მისმა ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მათ შორის დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს და ამისთვის ხელჯოხის გამოყენება ესაჭიროება.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა