GCCA-მა შპს „ორბი ჯგუფი ბათუმი“ მოთხოვნილი ინფორმაციის არასრულად მიწოდებისთვის დააჯარიმა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ორბი ჯგუფი ბათუმი“ სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის არასრულად მიწოდებისათვის 500 ლარით დააჯარიმა.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, საქმის სრულყოფილად გამოკვლევისა და განცხადებაში მითითებული გარემოებების გადამოწმების მიზნით, სააგენტომ კომპანიისაგან რამდენჯერმე გამოითხოვა კონკრეტული ინფორმაცია, თუმცა შპს „ორბი ჯგუფი ბათუმმა“, სააგენტოში წარმოდგენილი წერილებით, უარი განაცხადა თანამშრომლობასა და მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდებაზე.

„სააგენტოში წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე, რომელიც კომპანიის უსამართლო კომერციულ საქმიანობას შეეხებოდა, GCCA-მა დაიწყო საქმის შესწავლა - შპს „ორბი ჯგუფი ბათუმის“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტზე.

საქმის სრულყოფილად გამოკვლევისა და განცხადებაში მითითებული გარემოებების გადამოწმების მიზნით, სააგენტომ კომპანიისაგან რამდენჯერმე გამოითხოვა კონკრეტული ინფორმაცია, თუმცა შპს „ორბი ჯგუფი ბათუმმა“, სააგენტოში წარმოდგენილი წერილებით, უარი განაცხადა თანამშრომლობასა და მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდებაზე.

კანონმდებლობის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, საქმის შესწავლის მიზნით მოვაჭრისგან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია) და განსაზღვროს ამ ინფორმაციის მიწოდების გონივრული ვადა. მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში სააგენტოსთვის მიუწოდებლობის ან არასრულად მიწოდების შემთხვევაში, მოვაჭრე 500 ლარით ჯარიმდება.

ჯარიმის დაკისრება კომპანიას მოთხოვნილი ინფორმაციის სააგენტოსათვის მიწოდების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა