„საქსტატი“ - 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობამ 3 107.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 19.8%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე

2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 107.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 19.8%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 62.1%-ს შეადგენს.

„აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 66.1 პროცენტით გაიზარდა და 1 929.1 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

2026 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 66.9 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (317.4 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (229.0 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (207.2 მლნ. აშშ დოლარი).

2026 წლის იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები არის წარმოდგენილი 352.2 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 18.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები, 255.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 130.8 მლნ. აშშ დოლარით- მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.8 პროცენტი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა