გიორგი ჩახუნაშვილის შვილი - სასამართლოს გადაწყვეტილება არასამართლიანია, განაჩენი მოდის დაწერილი და ასრულებს მოსამართლე დავალებას - ბრძოლა გრძელდება!

სასამართლოს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არასამართლიანია, ბრძოლა გრძელდება,- ამის შესახებ 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ექიმის, გიორგი ჩახუნაშვილის შვილმა, კონსტანტინე ჩახუნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სასამართლოში გადაწყვეტილება დაწერილი მოდის დავალების სახით, რასაც მოსამართლე ასრულებს.

„სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, არის უსამართლო. გადაწყვეტილება მოდის დაწერილი და შესაბამისად ასრულებს მოსამართლე დავალებას.

ყვავილის სროლის გამო ადამიანი ჰყავდათ ციხეში 9 თვე გამოკეტილი და ედავებოდნენ სახელმწიფო გადატრიალებას. ნებისმიერი ადამიანი, ვინც იქ იდგა უბრალოდ, შესაძლოა იდენტიფიცირებული ყოფილიყო და ბრალი წარედგინათ. უამრავი ადამიანია ციხეში“,- აღნიშნავს კონსტანტინე ჩახუნაშვილი.

შეგახსენებთ, 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი - ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო. მისი განაჩენით, ექვს მათგანს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ია დარახველიძეს კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. სხდომათა დარბაზში დააკავეს გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში მყოფი ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი.

რაც შეეხება ასევე, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულ ია დარახველიძეს, ის განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. მის მიმართ ძებნა გამოცხადდება, მოსამართლის მიერ გამოტანილი განაჩენი მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების შემდეგ აღსრულდება.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა