ანა ბუჩუკური - ზუსტად ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ანგარიშში ასახულ რეალობას ეხმიანება ჩვენი დაინიცირებული ცვლილებები, რომელმაც „ოცნების“ ისტერიული რეაქცია გამოიწვია - არადა, რომ ჰკითხო, „ოცნება“ ევროკავშირთან სასაუბროდ მზად არის

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ანგარიშში ასახულ რეალობას ეხმიანება ჩვენი გუნდის მიერ რამდენიმე დღის წინ პარლამენტში დაინიცირებული ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიზანია გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონმდებლობის გაუქმება და 2024 წლის მდგომარეობის დაბრუნდება, სტატუს-კვოს აღდგენა,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ბოლო 2 წელიწადში შეიტანეს ის „დრაკონული ცვლილებები, თანაც დაჩქარებულად, რითაც განსხვავებული აზრის გამოხატვა იმდენად შეიზღუდა, რომ ინტენსივობით, ზოგიერთ შემთხვევაში უფლების გაუქმებას უტოლდება“.

„გამოქვეყნდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ანგარიში საქართველოზე, რომელიც ძირითადად უკავშირდება შეკრება-მანიფესტაციებისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ დამძიმებულ მდგომარეობას.

ზუსტად ამ ანგარიშში ასახულ რეალობას ეხმიანება ჩვენი გუნდის მიერ რამდენიმე დღის წინ პარლამენტში დაინიცირებული ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიზანია გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონმდებლობის გაუქმება და 2024 წლის მდგომარეობის დაბრუნდება, სტატუს-ქვოს აღდგენა.

ზუსტად ბოლო 2 წელიწადში შეიტანეს ის დრაკონული ცვლილებები, თანაც დაჩქარებულად, რითაც განსხვავებული აზრის გამოხატვა იმდენად შეიზღუდა, რომ ინტენსივობით, ზოგიერთ შემთხვევაში უფლების გაუქმებას უტოლდება.

ჩვენმა ინიციატივამ „ოცნების“ სრული ისტერიული რეაქცია გამოიწვია.

არადა, რომ ჰკითხო, “ოცნება“ ევროკავშირთან სასაუბროდ მზად არის. მაგრამ ერთი დათქმით: ევროკავშირი, ევროპის საბჭო, ეუთო - ყველანი ტყუიან და მხოლოდ ირაკლი კობახიძეები ღაღადებენ ჭეშმარიტებას“,- წერს ბუჩუკური.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს პროგრესს მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების უზრუნველყოფის კუთხით და გააუქმოს კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში.

კომისარი აღნიშნავს, რომ 2025 წლის მარტის მემორანდუმში წარმოდგენილი რეკომენდაციები კვლავაც აქტუალურია. კერძოდ, ის კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან არასათანადო მოპყრობისა და ძალის გადამეტებული გამოყენების შესახებ ბრალდებების ეფექტიანი გამოძიების, დამნაშავეებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისა და დაზარალებულთათვის სრული რეპარაციის უზრუნველყოფის აუცილებლობას.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა