ირაკლი ჭეიშვილი - ევროპარლამენტის რეზოლუციები ფარატინა ქაღალდად რჩება, ჩვენი პოლიტიკის შეცვლას და კანონების უკან გაწვევას არ ვაპირებთ

ევროპარლამენტის მხრიდან შანტაჟის ენის გამოყენებას ვხედავთ - თავს გვახვევენ, თითქოს ევროკავშირი ჩვენთან სასაუბროდ და დისკუსიისთვის მზად არის, მაგრამ ფაქტები ჩანს, მათ მიერ მიღებულ რეზოლუციებს ვხედავთ, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ჭეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციები “ფარატინა ქაღალდად რჩება, რადგან მმართველი გუნდი პოლიტიკის შეცვლას და კანონების უკან გაწვევას არ აპირებს.”

“ევროპარლამენტის მხრიდან შანტაჟის ენის გამოყენებას ვხედავთ. თავს გვახვევენ, თითქოს ევროკავშირი ჩვენთან სასაუბროდ და დისკუსიისთვის მზად არის, მაგრამ ფაქტები ჩანს, მათ მიერ მიღებულ რეზოლუციებს ვხედავთ. ამ ყველაფრით ჩვენ ჩვენს პოლიტიკას და ხედვას ვერ შეგვაცვლევინებენ. ის, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება შერჩევით უნდა მოხდეს, სწორედ შანტაჟის ენაა. ე.ი. მათ აგენტურას უვიზო მიმოსვლა უნდა ჰქონდეს და დანარჩენი, ვინც იმ კურსს არ ეთანხმება, რომელსაც დღევანდელი ევრობიუროკრატია ატარებს, სავიზო რეჟიმო უნდა ჰქონდეს დაწესებული. სწორედ ეს არის ორმაგი სტანდარტი და არასწორი პოლიტიკის გატარება საქართველოსთან მიმართებაში.

ეს რეზოლუციები ფარატინა ქაღალდად რჩება, რადგან ჩვენ ჩვენი პოლიტიკის შეცვლას არ ვაპირებთ, არც კანონების უკან გაწვევას. ჩვენს მიერ მიღებული კანონები საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ეს იქნება “გამჭვირვალეობის შესახებ” თუ “ოჯახური ღირებულებების შესახებ” კანონები. ეს კანონები ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანია. შესაბამისად, არც ერთი ნაბიჯის უკან გადადგმას არ ვაპირებთ. ევროკავშირთან და ბრიუსელთან დიალოგისთვის მზად ვართ, მაგრამ ჩვენს ხედვასა და პოზიციებს ყველამ პატივი უნდა სცეს”, - აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა