ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი სუსტდება, ამიტომ მან შეიძლება გააძლიეროს დარტყმები - გთხოვთ, გამოიყენეთ თავშესაფრები! ძალიან, ძალიან გთხოვთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო და დრონებით დარტყმები, შესაძლოა, გააძლიეროს.

„პუტინი სუსტდება. ის პოლიტიკურად, ბრძოლის ველზე და ფიზიკურად სუსტდება. ამიტომ მან შეიძლება გააძლიეროს სარაკეტო და დრონებით დარტყმები ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. გთხოვთ, გამოიყენეთ თავშესაფრები. ძალიან, ძალიან გთხოვთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა „რამშტაინის“ ფორმატში ჩატარებული შეხვედრის შედეგები შეაფასა და აღნიშნა, რომ უკრაინამ PURL პროგრამისთვის თანხმობა ცხრა ქვეყნისგან მიიღო, ეს კი ერთ მილიარდზე მეტი ღირებულების Patriot-ის რაკეტებს ნიშნავს. ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებს. ზელენსკის განცხადებით, უკრაინის პარტნიორები ხვდებიან, რომ პუტიონს არ სურს გაჩერება და მისი ყველა საუბარი, რომ მშვიდობა სურს, ტყუილია.

„პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი გადაწვას. ის შეშლილია - ჩვენი პარტნიორები ამას გრძნობენ. ამის მიუხედავად, უკრაინა მზადაა მასთან მოლაპარაკებებისთვის. ევროპა სრულად უნდა იყოს ჩართული, რათა ჩვენ გვქონდეს ძლიერი პოზიცია. სრულად ჩართული სანქციების საკითხში - გამონაკლისის გარეშე. კონფისკაციის საკითხში გამონაკლისის გარეშე. ასევე უკრაინის დაფინანსების საკითხში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში