კახა კალაძე - მინდა, ელენე ხოშტარიას მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო

მინდა, ელენე ხოშტარიას მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარიაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ პენიტენციური სამსახური ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს მოწოდების სიმაღლეზე.

„მინდა, ელენე ხოშტარიას მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი პენიტენციური სამსახური ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს მოწოდების სიმაღლეზე”,- აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შესაბამისად, ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს. ამასთან, რამდენიმე დღის წინ კი ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა