გიორგი ჩახუნაშვილის შვილი - ჩვენი კოლეგები, მეგობრები, ჩვენც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ვართ, ასე რომ, მის პაციენტებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ, ვეცდებით, მაქსიმალურად ვიყოთ ჩართულები

ჩვენ ირგვლივ არიან ადამიანები, ჩვენი კოლეგები, მეგობრები, ჩვენც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ვართ, ასე რომ, მის პაციენტებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ, ვეცდებით, რომ მაქსიმალურად ვიყოთ ჩართულები, - ამის შესახებ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებული ექიმის, გიორგი ჩახუნაშვილის შვილმა, დავით ჩახუნაშვილმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, მამის დაკავება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

„მამაჩემსაც, როგორც უყურებდით, თვითონაც მზად იყო, მისი ყველა ახლობელი, ოჯახის წევრი თუ კეთილისმსურველი ელოდა ამ გადაწყვეტილებას. [არაფერი უთქვამს] გარდა იმისა, რასაც ყოველდღე ერთმანეთის შეხვედრისას ვეუბნებით ხოლმე - თბილი სიტყვები, ბრძოლისკენ, ჟინისკენ მოწოდება. არიან ჩვენ ირგვლივ ადამიანები, ჩვენი კოლეგები, მეგობრები, ჩვენც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ვართ, ასე რომ, მის პაციენტებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ, ვეცდებით, რომ მაქსიმალურად ვიყოთ ჩართულები“, - განაცხადა ჩახუნაშვილმა.

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი - ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო. მისი განაჩენით, შვიდივე ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.

ექვს მათგანს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ია დარახველიძეს კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა