ირაკლი კირცხალია - ევროპარლამენტის რეზოლუციას აქვს რასა იუკნევიჩიენეს ფასი - ტექსტში ამოვიკითხავთ ისევ დესტრუქციას, მბრძანებლურ ტონს, ორმაგ სტანდარტს, სიცრუეზე დაფუძნებულ გამოგონილ ფაქტებსა და ტყუილებს

ამ რეზოლუციას აქვს რასა იუკნევიჩიენეს ფასი - ამ ტექსტში ამოვიკითხავთ ისევ იმ დესტრუქციას, ისევ მბრძანებლურ ტონს, ორმაგ სტანდარტს, სრულიად აბსურდულ, სიცრუეზე დაფუძნებულ გამოგონილ ფაქტებს და აღქმებზე დაფუძნებულ ტყუილებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტებთან ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, “სააკაშვილის პარტიის დე ფაქტო წევრი და წევრები მერამდენე რეზოლუციას დააინიცირებენ და განცხადებას გააკეთებენ, ამას მმართველი გუნდისთვის რასა იუკნევიჩიანეს ფასი აქვს”.

“ამ რეზოლუციას აქვს რასა იუკნევიჩიენეს ფასი. მერამდენე რეზოლუციაა ნამდვილად ვეღარ ვთვლით. ამ ტექსტში ამოვიკითხავთ ისევ იმ დესტრუქციას, ისევ მბრძანებლურ ტონს, ორმაგ სტანდარტს, სრულიად აბსურდულ, სიცრუეზე დაფუძნებულ გამოგონილ ფაქტებს და აღქმებზე დაფუძნებულ ტყუილებს. სააკაშვილის პარტიის დე ფაქტო წევრი და წევრები მერამდენე რეზოლუციას დააინიციირებენ და განცხადებას გააკეთებენ, ამას ჩვენთვის რისი ფასი აქვს გითხარით.

როდესაც ორმაგ სტანდარტზე ვსაუბრობთ, ერთი მხრივ ისინი გამოდიან და ამბობენ, რომ თურმე, პოლარიზაცია ღუპავს ყველა განვითარებულ ქვეყანას. ამ დროს თავისი ხელით ყველაფერს აკეთებენ, რომ კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში და დარწმუნებული ვარ, რომ არაერთ ქვეყანაში, რომელიც სურთ, რომ გახდეს პროქსი სახელმწიფო მაქსიმალურად შეუწყონ ხელი პოლარიზაციას, სეგრეგაციას საზოგადოებაში. დაყონ მაქსიმალურად და დაამძიმონ სიტუაცია. ეს ერთ-ერთი პუნქტიც ვიზებთან დაკავშირებით, რომ გარკვეულ თავიანთ აგენტურულ ქსელს შეუნარჩუნდეს უვიზო მიმოსვლა, ხოლო დანარჩენ საზოგადოებას საზოგადოებად რომ არ თვლიან, ჩვენთვის არახალია”, - განაცხადა კირცხალიამ.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა - დამატებულია ახალი რეისებიც