ზურაბ ჯაფარიძე - 7 პატრიოტს მიუსაჯა რეჟიმმა 5-წლიანი ციხე - ცოტა რამ არის ამ სამყაროში უფრო აღმაფრთოვანებელი, ვიდრე ის, როცა ცოცხალი ორგანიზმი საკუთარ სიცოცხლეს სწირავს რაღაცისთვის, რაც სიცოცხლეშივე აღმოაჩინა, რომ მისთვის უფრო ძვირფასია

7 წესიერ ადამიანს, ამ ქვეყნის პატრიოტს, მიუსაჯა რეჟიმმა 5-წლიანი ციხე - არ მჯერა, რომ დღეს ამ ქვეყანაში შეიძლება რამეს ქმნიდე, მუსიკა იქნება ეს, ლიტერატურა, ფერწერა თუ კინო, და ეს არ გაინტერესებდეს. ამას თუ ვერ ხედავ დღეს, ამას თუ ვერ გრძნობ, ე.ი. ვერაფერს ხედავ და ღირებულს ვერაფერს შექმნი და ალბათ, აქამდეც რეალურად არაფერი დაგინახავს არც წიგნში, არც ნახატში, არც მუსიკაში, არც კინოში. ბრმა ხარ, - ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურა-გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

ის სასამართლოს მიერ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 7 პირის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს ეხმაურება.

„ცოტა რამ არის ამ სამყაროში უფრო აღმაფრთოვანებელი და შთამაგონებელი სანახავი, ვიდრე ის, როცა ცოცხალი ორგანიზმი ყველაზე მნიშვნელოვანს, საკუთარ სიცოცხლეს სწირავს რაღაცისთვის, რაც საკუთარ სიცოცხლეშივე აღმოაჩინა, რომ მისთვის უფრო ძვირფასია. ადამიანი ამ მხრივ გამორჩეულია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი „რაღაცები“ ბევრი აქვს აღმოჩენილი, არამედ იმიტომ, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმის რაციონალის არტიკულირება შეუძლია.

დღეს, 7 წესიერ ადამიანს, ამ ქვეყნის პატრიოტს, მიუსაჯა რეჟიმმა 5-წლიანი ციხე, აქედან ექვსმა, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ, გამოიყენა ბოლო სიტყვის უფლება. მე მესმის, რომ ამ სურათის ყურება ყოველ ჯერზე ძალიან დამთრგუნველია, მაგრამ არ მჯერა, რომ დღეს ამ ქვეყანაში შეიძლება რამეს ქმნიდე, მუსიკა იქნება ეს, ლიტერატურა, ფერწერა თუ კინო, და ეს არ გაინტერესებდეს. ამას თუ ვერ ხედავ დღეს, ამას თუ ვერ გრძნობ, ე.ი. ვერაფერს ხედავ და ღირებულს ვერაფერს შექმნი და ალბათ, აქამდეც რეალურად არაფერი დაგინახავს არც წიგნში, არც ნახატში, არც მუსიკაში, არც კინოში. ბრმა ხარ.

თავისუფლება რეჟიმის ყველა ტყვეს!“- წერს ზურა-გირჩი ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი - ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო. მისი განაჩენით, შვიდივე ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.

ექვს მათგანს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ია დარახველიძეს კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

აღსანიშნავია, რომ ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში