ირაკლი კირცხალია „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - „მიხაილო სააკაშვილის ქრონიკებიდან“ ერთ-ერთ სცენას დავარქმევდი „ბრწყინვალე ნანას და თინათინის შერკინებას“

“მიხაილო სააკაშვილის ქრონიკებიდან” ერთ-ერთ სცენას დავარქმევდი “ბრწყინვალე ნანას და თინათინის შერკინებას”, - ასე უპასუხა უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ შეკითხვას, როგორ შეაფასებდა “ნაციონალურ მოძრაობაში” განვითარებულ მოვლენებს.

მისი თქმით, რაც “ნაციონალურ მოძრაობაში" ხდება, ისევ კომედიურ ჟანრში გადადის.

“რაც კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობაში" ხდება, ისევ კომედიურ ჟანრში მივდივართ. “მიხაილო სააკაშვილის ქრონიკებიდან” ერთ-ერთ სცენა დავარქმევდი: “ბრწყინვალე ნანას და თინათინის შერკინებას”. ეს ყველაფერი როგორ დამთავრდება, ამას საზოგადოება ნახავს”, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

უმრავლესობის ლიდერი, ასევე, გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც „იმედის“ ცნობით, სააკაშვილი აღნიშნავს, რომ „ძალიან ცუდად დაამთავრებს ივანიშვილი ამერიკელების თვალში“.

კირცხალიას თქმით, სააკაშვილის თითოეული განცხადება კომიკური ჟანრიდანაა”

“მისი განცხადებების შეფასება უფრო კომიკურ ჟანრშია. ეს ადამიანი არის სისხლიანი რეჟიმის შემოქმედი, რისთვისაც სასჯელს იხდის. სააკაშვილი და მორალი განსხვავებული ცნებებია, ეს ადამიანი არის მორალისგან დაცლილი სისხლიანი შემოქმედის, “ნაცმოძრაობის” სულიერი მამის ერთ-ერთი ბოდვა. მიშა სააკაშვილი საკანში რა სიზმარს ნახავს, თავში რა მოუვა, ხან ამერიკით დაგემუქრება, ხან სხვა ქვეყნით, დღეს უკრაინელია, ხვალ ქართველია, ზეგ შეიძლება რუსი აღმოჩნდეს, მაზეგ კი, შეიძლება, მისი დიდი ბაბუა ფლორიდიდან იყოს. მისი თითოეული განცხადება კომიკური ჟანრიდანაა”, - განაცხადა კირცხალიამ

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში