ალეკო ელისაშვილის ადვოკატი სასამართლოს არქივში ხანძრის საქმეზე - ვიდეომტკიცებულებაში ადამიანის იდენტიფიცირება ვერ ხდება, იარაღის მუქარა კი, რაზეც აპელირებენ, არ ჩანს - ამიტომ, მტკიცებულება, რომ ელისაშვილმა ჩაიდინა დანაშაული, არ არსებობს

ტერორისტული აქტის განხორციელებაში ბრალდებული პოლიტიკოსის, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილის განმარტებით, ვიდეომასალაში, ვერ ხერხდება იმ პიროვნების იდენტიფიცირება, რომელიც სასამართლოს არქივის შენობაში ცეცხლს აჩენს.

ადვოკატის თქმით, აღნიშნულ პირს ნიღაბი ეკეთა.

„ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევისას ის ფაქტი დადასტურდა, რომ ალექსანდრე ელისაშვილი კი არა, ზოგადად, ის პირი ვინც შეიძლება ყოფილიყო იმ მომენტში, 29 ნოემბერს, იდენტიფიცირება ვერ ხდება, მას ნიღაბი უკეთია. ასევე, იარაღის მუქარა, რომელზეც აპელირებენ მანდატურის თანამშრომლები, ჩანაწერში არ ჩანს. აქედან გამომდინარე, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს საქმეში, რითაც შესაძლებელია დადგინდეს, რომ ალექსანდრე ელისაშვილმა ჩაიდინა დანაშაული და მეორე ფაქტი, რომ ეს არის ტერორისტული აქტი“, - აცხადებს რეხვიაშვილი.

ცნობისთვის, აღნიშნული ეპიზოდი სასამართლოს არქივში ხანძრის გაჩენას ეხება. ალეკო ელისაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.

აღნიშნული ქმედება 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ალეკო ელისაშვილს ბრალდება ასევე წაყენებული აქვს ტერორისტული აქტის მცდელობაზეც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნული ეპიზოდი სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობას უკავშირდება.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში