რუსული მხარის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვამ მოსკოვთან 25 დრონი მოიგერია

საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვთან მიახლოებისას კიდევ სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი ინფორმაციით, დღეს დილიდან, საერთო ჯამში, მოსკოვის მიმართულებით მფრინავი 25 დრონი მოიგერიეს.

უკრაინის მხრიდან დრონებით თავდასხმას რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვიც გამოეხმაურა. მისი თქმით, რუსეთი ყველა საჭირო ზომას იღებს თავდასხმების შედეგების აღმოსაფხვრელად.

ამასთან, მისი განცხადებით, გუშინ მოსკოვზე დრონებით განხორციელებული თავდასხმა ყველაზე მასშტაბური იყო ბოლო ორი წლის განმავლობაში.

„შედეგების ლიკვიდაციისთვის შესაბამისი ზომების მიღება ხდება”, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა