სახალხო დამცველის მოადგილე პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაციის წევრებს შეხვდა

სახალხო დამცველის მოადგილე ელენე ღუდუშაური და პრევენციის ეროვნული მექანიზმის თანამშრომლები საქართველოში ვიზიტით მყოფ წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაციის წევრებს ბორის ვოდცს, ტერეზ რიტერს და ნიკოლა კოვაჩევიჩს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოში დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა განიხილეს და დელეგაციის წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია არასათანადო მოპყრობის შემთხვევების, შესაბამის რისკფაქტორების და საკანონმდებლო ხარვეზების თაობაზე.

ასევე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პატიმართა უფლებრივ მდგომარეობასა და პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული გამოწვევების შესახებ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა