აკუმულატორის შერჩევისას მძღოლებს ერთი მთავარი სურვილი აქვთ – დააყენონ ის ერთხელ და წლების განმავლობაში შეცვლაზე აღარ იფიქრონ. სწორედ ამ პრინციპით იქმნება Duracell-ის აკუმულატორი, რომელიც დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო პროდუქტად მიიჩნევა.
საქართველოში Duracell-ის ოფიციალური წარმომადგენელი „ამბოლია“. კომპანია მომხმარებლებს ბრენდის აკუმულატორებთან ერთად 5-წლიან, 100%-იან გარანტიას სთავაზობს.
რას ნიშნავს 5-წლიანი, 100%-იანი გარანტია?
Duracell-ის შეძენის შემთხვევაში, თქვენ მთელი 5 წლის განმავლობაში ერთნაირი პირობებით სარგებლობთ. ეს ნიშნავს, რომ პირველ დღეს მიღებული გარანტია ზუსტად იმავე სახით მოქმედებს მეხუთე წელსაც და საჭიროების შემთხვევაში „ამბოლი“ აკუმულატორს სრულიად უფასოდ ჩაგინაცვლებთ ახალი პროდუქტით.
რა სარგებელს იღებს მძღოლი?
- ფინანსური უსაფრთხოება აკუმულატორი მანქანის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მისი მოულოდნელი გაფუჭება კი ხშირად გაუთვალისწინებელ ხარჯებს ნიშნავს. 5-წლიანი გარანტია გაძლევთ სიმშვიდეს, რომ დიდი ხნის განმავლობაში ზედმეტი თანხის გადახდა არ მოგიწევთ.
- სიმშვიდე ნებისმიერ სეზონზე Duracell-ის პრემიუმ ხარისხი საიმედოდ მუშაობს როგორც ყინვაში, ისე ძლიერ სიცხეში. ეს მძღოლს ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდ კომფორტს უქმნის.
- ერთჯერადი შენაძენი აღსანიშნავია ისიც, რომ ავტომობილის მფლობელები ხშირად მანქანას 5 წლამდე ცვლიან. ამ შემთხვევაში, Duracell-ის არჩევა ნიშნავს, რომ ავტომობილის ფლობის პერიოდში აკუმულატორის შეცვლაზე ფიქრი, შესაძლოა, საერთოდ აღარ დაგჭირდეთ.
- დამატებითი უპირატესობა მანქანის გაყიდვისას მოქმედი გარანტია ავტომობილის ახალი მფლობელისთვის დიდი ბონუსია. ეს.ხშირად დამატებით ღირებულებასაც ქმნის მანქანის გაყიდვის პროცესში.
- დიდი ასორტიმენტი ყველა ტიპის ავტომობილისთვის Duracell-ის პროდუქციის ხაზში იპოვით აკუმულატორებს როგორც სტანდარტული მანქანებისთვის, ისე თანამედროვე Start-Stop სისტემით აღჭურვილი მოდელებისთვის.
დღეს მძღოლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კომფორტი და წინასწარ გათვლილი ხარჯებია. სწორედ ამიტომ, Duracell-ის აკუმულატორი უბრალო შენაძენი არ არის. ეს არის გრძელვადიანი ინვესტიცია ყველასთვის, ვინც ხარისხს, საიმედოობასა და სიმშვიდეს ირჩევს.
(R)