მარია ზახაროვა - მოველით, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები დასკვნებს გამოიტანენ და შესაბამის შეფასებას მისცემენ თბილისში რუსული ენის დღის ჩაშლის მცდელობას

მოველით, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები დასკვნებს გამოიტანენ და შესაბამის შეფასებას მისცემენ თბილისში რუსული ენის დღის ჩაშლის მცდელობას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.

„ნამდვილად, ეს ექსტრემისტების ხროვა იყო. დეტალურად არ გავჩერდები მათ ამორალურ ქმედებებზე, რათა ამ ყველაფერს რეკლამა არ გავუკეთო, უფრო უკეთ რომ ვთქვათ კი, ანტირეკლამა…

აღსანიშნავია, რომ იმავე დღეს ქართული სკოლების მოსწავლეებისა და პედაგოგების მონაწილეობით ანალოგიური ღონისძიება ბათუმში ჩატარდა, რაიმე ექსცესების გარეშე…

მოველით, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები დასკვნებს გამოიტანენ და შესაბამის შეფასებას მისცემენ რადიკალების თუ ექსტრემისტების, ხულიგნების - მათი კვალიფიკაცია უკვე საქართველოს სამართალდამცავების გადასაწყვეტია - ქმედებებს…

იმის გარდა, რომ საქართველოს სამართალდამცავებმა ეს ხულიგნები თუ რადიკალები უნდა იპოვონ და დასაჯონ, შესაძლოა, უბრალოდ რომ დავფიქრდეთ, წიგნიც უნდა მისცენ, თუ ვინაა ანდრონიკოვი? შესაძლოა, ამ მხრივ უნდა მივუდგეთ და რამენაირად გადავარჩინოთ ის ხალხი, რომელიც ფულის სანაცვლოდ ან უბრალოდ ნაციონალიზმის სენით დამუხტულობით დასცინიან რუს პოეტებს”, - განაცხადა ზახაროვამ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!