„გახარია საქართველოსთვის“ - იმ დროს, როცა რუსეთი და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი „კეთილმეზობლობის სულისკვეთებით“ ჩვენი მიწების მიტაცებას აფორმებენ, „ოცნება“ გიორგი გახარიას ქართული მიწის დაცვის გამო ასამართლებს

იმ დროს, როდესაც რუსეთი და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. „კეთილმეზობლობის სულისკვეთებით“ ჩვენი მიწების მიტაცებას აფორმებენ, „ოცნება“ გიორგი გახარიას ქართული მიწის დაცვის გამო ასამართლებს. ეს არის ეროვნული ინტერესების ღალატი, - ამის შესახებ განცხადებას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ვერავინ, ვინც „ამ მოღალატეობრივ საქმეში“ მონაწილეობს, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

„სანამ ივანიშვილის „ოცნება“ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას, ჩორჩანაში ქართული მიწისა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისთვის ასამართლებს, რუსეთი და ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმი საქართველოს ტერიტორიების დე-ფაქტო ანექსიის მორიგ სამართლებრივ გაფორმებას აგრძელებენ.

ცხინვალში გამართული ე.წ. ერთობლივი დემარკაციის კომისიის მეთორმეტე სხდომაზე მხარეებმა კვლავ განიხილეს რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის რეჟიმს შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის "საერთაშორისო-სამართლებრივი გაფორმების“ საკითხი.

აშკარაა, რომ ცხინვალში მიმდინარე ე.წ. „სახელმწიფო საზღვრის გაფორმების“ პროცესი პირდაპირ კავშირშია იმ მოღალატეობრივ პოლიტიკასთან, რომელსაც „ოცნება“ ატარებს.

დღეს განსაკუთრებით სიმბოლური და ამავდროულად ტრაგიკულია, რომ იმ დროს, როდესაც რუსეთი და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. „კეთილმეზობლობის სულისკვეთებით“ ჩვენი მიწების მიტაცებას აფორმებენ, „ოცნება“ გიორგი გახარიას ქართული მიწის, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და სახელმწიფო ინტერესების დაცვის გამო ასამართლებს.

ეს არ არის უბრალოდ პოლიტიკური ანგარიშსწორება - ეს არის ეროვნული ინტერესების ღალატი და ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან იმის დემონსტრირება, რომ საქართველოს ინტერესების დაცვა მათთვის დასჯადი ქმედებაა.

ყველას, ვინც ამ მოღალატეობრივ საქმეში იღებს მონაწილეობას, უნდა ესმოდეს, რომ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა