მაკა ბოჭორიშვილი - ევროპელი პოლიტიკოსები, ერთი მხრივ, ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაციასთან დაკავშირებით გამოხატავენ წუხილს, მეორე მხრივ, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საზოგადოება კიდევ უფრო დაყონ

ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ განცხადებები მიმართულია ჩვენი საზოგადოების და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ევროპელი პოლიტიკოსები, ერთი მხრივ, ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაციასთან დაკავშირებით გამოხატავენ წუხილს, მეორე მხრივ კი, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენი საზოგადოება კიდევ უფრო დაყონ, ერთმანეთთან დააპირისპირონ და ჩვენი საზოგადოების ფრაგმენტაციისთვის გამოიყენონ ის პოლიტიკური ინსტრუმენტები, რაც ხელში აქვთ.

ასეთი განცხადებების გაკეთება მიმართულია, მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ, ჩვენი სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ და არანაირად არ შედის არც ევროპის და არც საქართველოს ინტერესებში“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა